logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ლევან იზორია: თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ დეზინფორმაციული კამპანია მიმდინარეობს
ლევან იზორია: თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ დეზინფორმაციული კამპანია მიმდინარეობს
12:17 01.11.2018
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას განცხადებით, ბოლო სამი თვის განმავლობაში თავდაცვის სამინისტროს წინააღმდეგ დეზინფორმაციული კამპანია მიმდინარეობს.

„ამ დეზინფორმაციულ კამპანიაში ძალიან კარგად ჯდება ის, რაც გუშინ გაჟღერდა, თითქოს ბატონი ბოლტონი ჩამოვიდა იმისთვის, რომ ჩვენ მისგან მივიღეთ გაფრთხილება. პირიქით, რეალურად და სინამდვილეში, ბატონმა ბოლტონმა და სხვათაშორის, იმავე დღეს მატისმა წერილით კიდევ ერთხელ მკაფიო მხარდაჭერა გამოხატეს საქართველოსა და განსაკუთრებით თავდაცვის უწყებაში განხორციელებული რეფორმების მიმართ. კიდევ ერთხელ მოხდა იმ ფაქტის გაზგასმა, რომ ანტისატანკო თანამედროვე „ჯაველინების“ სისტემის გადაცემა საქართველოსთვის არის უპრეცედენტო მოვლენა. მე პირად საუბარში ბატონი მატისისგან მოვისმინე, რომ ასეთ გადაწყვეტილებებს მხოლოდ იმ ქვეყნების მიმართ იღებენ, რომლებსაც განსაკუთრებული ნდობა და აღიარება აქვთ. ჩვენი მხრიდან მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს სისტემები უსაფრთხოდ იქნას დაცული. სწორედ ამ ნდობისა და აღიარების საფუძველზე გავაგრძელებთ სხვა ტიპის ტაქტიკური შეიარაღებების შეძენას აშშ-სგან. ეს არის რუსული ნარატივის დეზინფორმაცია, რომელსაც სამწუხაროდ, ზოგიერთი პოლიტიკოსი ერთმანეთში აზიარებს იმის მაგივრად, რომ გამოიკვეთოს სტრატეგიული ხაზი, სადაც ყველა უნდა გავერთიანდეთ და ასეთი მოვლენების მიმართ ადეკვატური რეაქცია უნდა გვქონდეს. სამწუხაროდ, ზოგიერთი, პირიქით, ხელს უწყობს, რომ ნეგატიურ კონტექსტში იყოს აღქმული განსაკუთრებით კი, შეიარაღებული ძალებისთვის. ეს არის მიუღებელი და მართლაც გამიზნული კამპანია იმისათვის, რომ მოხდეს დემორალიზება, ნეგატიური განწყობების ჩამოყალიბება, მათ შორის, ხელმძღვანელი პირების მიმართ, სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობის გაგრძელების თვალსაზრისით. მე შემიძლია პირიქით ვთქვა, ყოველ წელს ჩვენ გვაქვს უპრეცედენტოდ კარგი დინამიკა, ჩვენი ურთიერთობა განსაკუთრებით აშშ-სთან წელს არის უფრო წინწასული, ვიდრე ეს შარშან იყო. შარშან ითქვა, რომ ეს არის ურთიერთობა, რომლის მსგავსი მანამდე არ ყოფილა. მე გარწმუნებთ, რომ მომავალ წლებში ის დინამიკა, რაც დღეს გვაქვს, მათ შორის, სიმბოლურად, როდესაც აშშ-ის არმიის ასეული პირველად საქართველოს ისტორიაში ჩვენი სამხედრო ინსფრასტრუქტურის ფარგლებში გაიწვრთნება, საფუძველს გვაძლევს, რომ მომავალში ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს და ჩვენი ქვეყანა უფრო უსაფრთხო იყოს“ - განაცხადა ლევან იზორიამ.


ამ თემას გამოეხმაურა აშშ-ის თავდაცვის ატაშე საქართველოში, პოლკოვნიკი ჯეფ ჰარტმანიც.

„აშშ-ის შეერთებული შტატები საქართველოს უსაფრთხოების თანამშრომლობის პარტნიორია. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები სათანადოდ და უსაფრთხოდ ინახავენ „ჯაველინებსა“ და სხვა სენსიტიურ თავდაცვით ტექნოლოგიებს. ცოტა ხნის წინ, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა საჯაროდ გამოხატა მისი ნდობა საქართველოს თავდაცვის ხელმძღვანელობის მიმართ“ - განაცხადა ჯეფ ჰარტმანიმ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა