logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ლევან იზორია: თავდაცვისა და უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში მორიგი ახალი დინამიკა გვაქვს
ლევან იზორია: თავდაცვისა და უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში მორიგი ახალი დინამიკა გვაქვს
11:13 01.11.2018
ბათუმში, „საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის“ დაწყებამდე, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ კონფერენციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და უახლოეს მომავალში დაგეგმილ ახალ ინიციატივებზე გაამახვილა ყურადღება.

„თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენაცია არის უნიკალური შესაძლებლობა, რომ ჩვენს პარტნიორებს კიდევ ერთხელ გავუზიაროთ რეგიონული და საერთაშორისო გამოწვევები, ვუთხრათ, თუ რას ვაკეთებთ ერთად ამ გამოწვევებთან გასამკლავებლად. საქართველო, როგორც ნატოს გამორჩეული პარტნიორი იმ გზაზე, რასაც საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია ჰქვია, არის სამაგალითო ქვეყანა. ეს დადასტურდა გასულ კვირას ბატონი მატისის მიერ გამოგზავნილ განსაკუთრებულ სამადლობელ წერილში, რომელიც პრემიერ-მინისტრს გაუგზავნა, ასევე ბატონი ბოლტონის ვიზიტით დადასტურდა პრინციპული მხარდაჭერა. ეს კონფერენაცია სწორედ სტრატეგიული კომუნიკაციის ასპექტში ჩვენს სტრატეგიულ გზაზე სტრატეგიული პარტნიორებისგან მხარდაჭერას კიდევ უფრო ამყარებს“, - აღნიშნა მან.

მინისტრის განცხადებით, თავდაცვისა და უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში სრულიად ახალი დინამიკაა.

„საქართველოს ისტორიაში პირველად, როტაციის პრინციპის საფუძველზე „კობრას“ ასეული ჩამოვიდა, აშშ-ის ასეული, რათა ჩვენი ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად გამოყენებული იქნას საწვლებებისთვის. ეს არის სწორედ იმ პრინციპის კონკრეტული რეალიზება, რასაც ჰქვია მეტი ნატო საქართველოში. ჩვენ მომავალშიც ველოდებით სხვა, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნებისგან ამ პრინციპის საფუძველზე ჩვენი სამხედრო ინფრასტრუქტურის გამოყენებით სამხედრო სწავლებების ჩატარებას. ასე რომ, ეს არის სრულიად ახალი დინამიკა, რომელიც ადეკვატურად ჯდება ავტორიზაციის აქტით გაჟღერებულ ყოვლისმომცველი უსაფრთხოების სტრატეგიის კონტექსტში. დღეს გვექნება გეგმებზე საუბარი, რომელიც უკავშირდება მზადყოფნის ცენტრის შექმნას, რაც პირველად სწორედ ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში გაჟღერდა“- განაცხადა ლევან იზორიამ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა