logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია ლატვიელ კოლეგას მასპინძლობს
გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია ლატვიელ კოლეგას მასპინძლობს
13:31 30.10.2018
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ლატვიის შეიარაღებული ძალების თავდაცვის უფროსი, გენერალ- ლეიტენანტი ლეონიდს კალნინსი სტუმრობს. ლატვიელ კოლეგას საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია მასპინძლობს. დახვედრის ოფიციალური ცერემონიალისა და შთაბეჭდილებების წიგნში ჩანაწერის გაკეთების შემდეგ, ქართველ და ლატვიელ გენერლებს შორის შეხვედრა გაიმართა.

გენერალური შტაბის უფროსმა ლატვიის მხარეს საქართველოს სუვერენიტეტის და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში მხარდაჭერისთვის, ასევე საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.

გენერლებმა ლატვიასა და საქართველოს შორის სამხედრო თანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება საერთაშორისო სწავლებებში ერთობლივ მონაწილეობაზე გამახვილდა, რაც საქართველოსა და ლატვიის შეიარაღებულ ძალებს შორის ურთიერთთავსებადობის გაზრდას უწყობს ხელს. შეთანხმდნენ, რომ მომავალ წელს ლატვიელი სამხედროები საქართველოში დაგეგმილ მრავალეროვნულ სწავლებაში - "Aგილე შპირიტ 2019" მიიღებენ მონაწილეობას.

კოლეგებმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით (შNGP) გათვალისწინებულ ინიციატივებსა და განათლების კუთხით თანამშრომლობის მიმდინარე და სამომავლო საკითხებზეც იმსჯელეს. გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიას განცხადებით, საქართველო ლატვიისთვის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში კურსების შეთავაზებას კვლავ გააგრძელებს.

გენერალურ შტაბში გამართული შეხვედრის შემდეგ, გენერალ-ლეიტენანტი ლეონიდს კალნინსი გმირთა მოედანზეც იმყოფებოდა. მან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული ქართველი გმირების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.

საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ლატვიის შეიარაღებული ძალების თავდაცვის უფროსი 1 და 2 ნოემბერს, ბათუმში თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრება. დაგეგმილია ლატვიელი გენერლის სტუმრობა სპეციალური ოპერაციების ბაზაზე, ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრსა (ჟთEჩ) და დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა