logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ქართველი სამხედროები "ძლიერთა თამაშებიდან" ოქროს მედლებით დაბრუნდნენ
ქართველი სამხედროები "ძლიერთა თამაშებიდან" ოქროს მედლებით დაბრუნდნენ
14:05 29.10.2018
“ძლიერთა თამაშები 2018“-ში ქართველმა სამხედროებმა პირველი ადგილი უკვე მეორედ მოიპოვეს.

თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ქართველ ჯარისკაცებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია და გენერალური შტაბის უფროსი გენერალ-მაიორი, ვლადიმერ ჩაჩიბაია მოადგილეებთან ერთად დახვდნენ. ლევან იზორიამ დაჭრილ სამხედროებს მჯდომარე ფრენბურთში მოპოვებული გამარჯვება პირადად მიულოცა. თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით საპრიზო ადგილის მფლობელ მებრძოლებს ფულადი ჯილდოც გადაეცემათ.

ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა წელს, ავსტრალიაში, სიდნეიში გამართულ „ძლიერთა თამაშებში“ მჯდომარე ფრენბურთში ოქროს მედლები მოიპოვეს და მჯდომარე ფრენბურთში ჩემპიონები გახდნენ. ფინალურ შეხვედრაში ქართველი სამხედროების ნაკრები გაერთიანებული სამეფოს გუნდს დაუპირისპირდა და დაძაბულ შეხვედრაში დამაჯერებელი გამარჯვება 2:0 მოიპოვა. ფინალში გასვლამდე ქართველ სამხედროებს მჯდომარე ფრენბურთში რუმინეთის, გერმანიისა და ესტონეთის ნაკრებების წინააღმდეგ მოუწიათ თამაში. მჯდომარე ფრენბურთის 10-კაციანი გუნდის კაპიტანი ვიცე-პოლკოვნიკი ბესარიონ ღუდუშაური იყო. ქართველ სამხედროებს მსოფლიო ასპარეზობისთვის მწვრთნელი გიორგი ქართველიშვილი ამზადებდა.

დაჭრილი და დაშავებული სამხედროებით დაკომპლექტებულმა გუნდმა ავსტრალიაში გამართულ „ძლიერთა თამაშებში“ სპორტის 7 სახეობაში იასპარეზა: მშვილდოსნობა, იაგუარის რალი, ცურვა, ძალოსნობა (შტანგა), მძლეოსნობა (სირბილი 100, 200 და 1500 მ დისტანციებზე), მჯდომარე ფრენბურთი და ნიჩბოსნობა ტრენაჟორზე.

წელს „ძლიერთა თამაშებში“ საქართველოს ნაკრები უკვე მეოთხედ მონაწილეობს. ქართველი სამხედროები მჯდომარე ფრენბურთში გასულ წელს კანადაში, ქალაქ ტორონტოში გამართულ „ძლიერთა თამაშების“ ჩემპიონები გახდნენ, წელს კი შედეგი კიდევ უფრო გააუმჯობესეს და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.

„ძლიერთა თამაშები“ ავსტრალიაში 20-27 ოქტომბერს გაიმართა. პარატურნირი გაერთიანებული სამეფოს პრინცის, მისი აღმატებულება პრინც ჰარის პატრონაჟით უკვე მეოთხეჯერ გაიმართა. ქართველმა დაჭრილმა სამხედროებმა საქართველოს სახელი პირველად ლონდონში გამართულ Invictus Games-ში წარმოაჩინეს, შემდეგ კი, აშშ-ში, ქალაქ ორლანდოში და გასულ წელს კანადაში, ქალაქ ტორონტოში იასპარეზეს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა