logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ვაზიანში IV მექანიზებული ბრიგადის იუბილე აღინიშნა
ვაზიანში IV მექანიზებული ბრიგადის იუბილე აღინიშნა
16:13 18.10.2018
საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზებული ბრიგადის დაარსების დღე ვაზიანის სამხედრო ბაზაზე აღინიშნა. სამხედრო მოსამსახურეებს იუბილე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა შალვა ჯაბახიძემ მიულოცეს.

თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მინისტრმა სიტყვით მიმართვისას პირად შემადგენლობას იუბილე მიულოცა, სამხედრო სამსახურის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე რეფორმები შეაჯამა. ლევან იზორიამ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების საქმეში ერთობლივი სამხედრო სწავლებების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„ყველაფერი, რასაც ჩვენ ქართულ შეიარაღებულ ძალებში თვქენთან ერთად ვაკეთებთ, ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას და ნატოს სტანდარტებთან დაახლოებას ემსახურება. ამ მიმართულებით ჩვენ უდიდესი პროგრესი გვაქვს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი გახლავთ ნატო-საქართველოს ერთობლივი სწავლება, რომელიც ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ჩატარდება. ნატოსთან ინტეგრაციის გზაზე ეს წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. ნატოს უმრავლესმა წევრმა ქვეყნებმა მზადყოფნა გამოხატეს, რომ ამ სწაველბებში თქვენთან ერთად აქტიურად მიიღონ მონაწილეობა,“- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

მან სამხედრო მოსამსახურეების სოციალური პირობების გაუმჯობესებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაში (GDRP) მონაწილე ბატალიონების სამხედრო მოსამსახურეებს ხელფასები ეტაპობრივად ეზრდებათ, ხოლო მომდევნო წლებში გაუმჯობესდება სხვა ქვედანაყოფების სახელფასო უზრუნველყოფაც.

„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თითოეული ბატალიონი, რომელიც გაივლის სწავლებას აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, განახლებულ სახელფასო უზრუნველყოფას მიიღებს. მხოლოდ წელს ამისთვის 2 მილიონი ლარის მობილიზება მოხდა. სწორედ 43-ე ბატალიონის რიგითებმა, კაპრალებმა, ოფიცრებმა მიიღეს ახალი ანაზღაურება, რომელიც 100-დან 400 ლარის ფარგლებში მერყეობს. ჩვენ ამას გავაგრძელებთ შემდეგი წლების განმავლობაში და ამ პროგრამის ფარგლებში მოიცავს 5000 სამხედრო მოსამსახურეს, რისთვისაც 10 მილიონი ლარი იქნება მობილიზებული. სხვა დანაყოფების სამხედრო მოსამსახურეებიც, შემდგომი წლების განმავლობაში განახლებულ ხელფასებს მიიღებენ. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ჩვენი პოლიტიკის. ყველაფერს გავაკეთებთ, იმისთვის რომ თქვენი სოცლიალური პირობები და სამედიცინო უზრუნველყოფაც მაქსიმალურად დაკმაყოფილდეს“.- აღნიშნა ლევან იზორიამ.

მინისტრმა ასევე, ყურადღება გაამახვილა აშშ-დან მიღებულ ოფიციალურ წერილზე, სადაც აღნიშნულია, რომ ამერიკული ასეული ვაზიანის სამხედრო ბაზაზე მოემზადება: „ჩვენ მივიღეთ ოფიცილურად აშშ-დან წერილი, სადაც გამოითქვა მზადყოფნა, რომ 29 ოქტომბრიდან 12 დეკემბრის ჩათვლით, პოლონეთში დისლოცირებული ელიტური ამერიკული ასეული ვაზიანის სამხედრო ბაზაზე მოემზადება. ეს დასტურია ჩვენი თანამშრომლობის დინამიკის გაფართოების, რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებისა“.

ღონისძიების ფარგლებში წარმატებული სამხედრო მოსამსახურეები უწყებრივი მედლებითა და საშტატო იარაღით დაჯილდოვდნენ. ცერემონიის ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, მოწვეული სტუმრებისთვის ბრიგადის ტერიტორიაზე შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა მოეწყო, ჩატარდა სამხედრო მოსამსახურეებს შორის სპორტული შეჯიბრებაც. სპორტულ ღონისძიებებში გამარჯვებულ გუნდს გარდამავალი თასი თავდაცვის მინისტრმა და საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის შვილმა გადასცეს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა