logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ლევან იზორია შვედეთის ახალ ელჩს შეხვდა
ლევან იზორია შვედეთის ახალ ელჩს შეხვდა
13:30 16.10.2018
თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ შვედეთის სამეფოს ახლადდანიშნულ ელჩს, ულრიკ ტიდესტრომს უმასპინძლა. ლევან იზორიამ მას საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მინისტრმა ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობის მზარდი დინამიკა აღნიშნა და შვედურ მხარეს საქართველოს მიმართ აღმოჩენილი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველოს შესაძლებლობა ჰქონდა მონაწილეობა მიეღო სკანდინავია-ბალტიის ქვეყნების თანამშრომლობის ფორმატში და ქართულ მხარეს ტოტალური თავდაცვის კუთხით თავდაცვის რეფორმირების პროცესში მათი გამოცდილება გაეთვალისწინებინა.

თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხების განხილვისას, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ყურადღება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში შვედეთის როლზე, ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) შვედი ექსპერტის ჩართულობაზეც გაამახვილა.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა სამხედრო-განათლების კუთხით არსებულ და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებსა და სამხედრო სწავლებებში ერთობლივ მონაწილეობაზეც იმსჯელეს. შვედეთის სამეფო მომავალ წელს „ნატო-საქართველოს სწავლებასა“ NATO-GEO და სწავლებაში „მტკიცე სული“ Agile Spirit ჩაერთვება.

თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე, ლელა ჩიქოვანი და საქართველოში შვედეთის სამეფოს თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი პეტერ ლიდენი დაესწრნენ.
ულრიკ ტიდესტრომი საქართველოში შვედეთის სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე მიმდინარე წლის სექტემბერში დაინიშნა.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა