საქართველოს პირველმა ლედიმ სანდრა რულოვსმა შეერთებულ შტატებში ავღანეთში დაჭრილი ქართველის სამხედროები მოინახულა.
რულოვსი ვაშინგტონში უტერიცის სამხედრო ჰოსპიტალს უმცროს ვაჟთან ერთად ესტუმრა.
ამჟამად, ჰოსპიტალში ექვსი ქართველი ჯარისკაცი მკურნალობს. მათ შორისაა ვიცე-პოლკოვნიკი ალექსანდრე ტუღუში, რომელიც საავადმყოფოში მკურნალობის კურსს უკვე 7 თვეა გადის. ტუღუში ISAF-ის სამშვიდობო მისიის ფარგლებში, ჰელმანდის პროვინციაში სამხედრო მოვალეობის შესრულების დროს, კერძოდ, პატრულირებისას დაიჭრა.
ქართველი ოფიცერი გარკვეული ხნის წინ, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მოინახულა, ხოლო შემდეგ, ვიცე-პოლკოვნიკს აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა ეწვია.

















