თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ საქართველოში ევროკავშირის ახალ ელჩს
უმასპინძლა.
გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ლევან იზორიამ კარლ ჰარცელს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა, წარმატებები უსურვა და ევროკავშირის წარმომადგენლობასთან თანამშრომლობის გაღრმავების იმედი გამოთქვა.
თავდაცვის მინისტრმა საქართველოში სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში ევროკავშირის ჩართულობა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (European Union Monitoring Mission) განსაკუთრებული როლი აღნიშნა.
თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, მხარეებმა ყურადღება ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მისიებში საქართველოს კონტრიბუციაზე გაამახვილეს. ლევან იზორიას განცხადებით, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) მონაწილე იყოს. შეხვედრაზე საუბარიასევე, საქართველოსა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს შეეხო.

















