logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ლევან იზორია: რეზერვის ახალი კონცეფცია ადაპტირებულია ქართულ რეალობასთან
ლევან იზორია: რეზერვის ახალი კონცეფცია ადაპტირებულია ქართულ რეალობასთან
17:55 08.10.2018
მასმედიის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ტოტალური თავდაცვის კონცეფციასა და რეზერვის ახალ პროგრამაზე ისაუბრა.

ლევან იზორიას განცხადებით, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა.

„ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ტოტალური თავდაცვის კონცეფციაზე , რაც ქვეყნის თავდაცვითი ამოცანებისთვის მთელი ეროვნული რესურსების მობილიზებას გულისხმობს. ეროვნულ ძალებში თავდაცვის სამინისტროსთან ერთად - რომელიც თავდაცვით მიმართულებაზე მთავარი პასუხისმგებელი ორგანოა - სხვა უწყებებიც იგულისხმება და ეს რასაკვირველია დღის წესრიგში უწყებათაშორის თანამშრომლობას აყენებს“- განაცხადა ლევან იზორიამ.

როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ტოტალური თავდაცვის უზრუნველყოფის თვალსაზრისით წელს უპრეცედენტოდ მასშტაბური უწყებათაშორისი სწავლება „დიდგორი“ გაიმართება, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიღებს მონაწილეობას.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, სამოქალაქო ჩართულობის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტი ახალი რეზერვის კონცეფციაა, რომელიც ადაპტირებულია ქართულ რეალობასთან.

„მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ რეზერვის ახალ პროექტთან დაკავშირებით საკანონმდებლო ორგანოში მაქსიმალური, მათ შორის მრავალპარტიული მხარდაჭერა მივიღეთ. საპილოტე პროექტის სახით ტერიტორიული რეზერვის ამოქმედებას 15 ოქტომბერს ვიწყებთ“ - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

მანვე აღნიშნა, რომ არსებობს ოფიციალური დოკუმენტი, სადაც ამერიკელი ექსპერტები რეზერვის პროექტის საკანონმდებლო ინიცირების, საკანონმდებლო მუშაობის შემდგომ შერჩევის პროცედურებსა და მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოებულ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს დადებითად აფასებენ.

„ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ აღნიშნული საპილოტე პროექტი ერთი წლის თავზე წარმატებით დასრულდება, რაც მოგვცემს საფუძველს სპექტრი უფრო გავაფართოვოთ და ტოტალური თავდაცვის უზრუნველყოფის მიზნით საზოგადოების ჩართულობა მაქსიმუმამდე გავზარდოთ“ - განაცხადა ლევან იზორიამ.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა