logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ლევან იზორიამ ბრიუსელის ვიზიტი შეაჯამა
ლევან იზორიამ ბრიუსელის ვიზიტი შეაჯამა
17:46 08.10.2018
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ პრესკონფერენციაზე ბრიუსელში გამართულ ვიზიტზე ისაუბრა. შეხვედრისას აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ჯეიმს მატისმა ლევან იზორიას თავდაცვის უწყებაში სამაგალითო რეფორმებისთვის მადლობა გადაუხადა.

„ეს იყო ისტორიული ვიზიტი, სადაც კიდევ ერთხელ ნათლად გაცხადდა, რომ ჩვენი თანამშრომლობა მომავალ წლებშიც იქნება მზარდი დინამიკის, როგორც ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან აშშ-თან, ასევე ნატოსთან ურთიერთობის თვალსაზრისით. ის ნდობა, რაც ჩვენ ბოლო წლებში მოვიპოვეთ, იმ პროგრესის დამსახურებაა, რომელიც რეფორმების განხორციელების კუთხით გვაქვს. სწორედ ამ ნდობის შედეგად შევიძინეთ და კვლავ შევიძენთ მნიშვნელოვან შეიარაღებას აშშ-სგან. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მხარდაჭერა შთამბეჭდავია, რაც გამოიხატება შესაბამის სწავლებებში, დიდ ფინანსურ დახმარებაში, რაც მომავალში უფრო მზარდი დინამიკის იქნება“ - აღნიშნა მინისტრმა.

ლევან იზორიამ ვიზიტის ფარგლებში ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შესახებაც ისაუბრა, სადაც ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ფართო სპექტრს ჩაეყარა საფუძველი.

„დავგეგმეთ მომავალი თანამშრომლობის ფართო სპექტრი, ჩვენ წინადადებით წარვსდექით, რომ ნატო-საქართველოს თანამშრომლობამ, უფრო ფართო ფორმატი მიიღოს, რაც იქნება მეტი ნატოს ყოფნა და მეტი ნატოს უზრუნველყოფა საქართველოში, რაც კონკრეტულად გამოიხატა, ჩვენი მხრიდან ნატო-საქართველოს მზადყოფნის ცენტრის ჩამოყალიბების ინიციატივაში. განსაკუთრებულად შევეხეთ ნატო-საქართველოს თანამშრომლობაში უპრეცედენტო სწავლებებს, რომელიც 2019 წლის მარტში ჩატარდება. ეს იქნება მკაფიო დასტური იმისა, რომ ჩვენი თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის. ეს მისალოცი ფაქტია და წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის გზაზე“. - აღნიშნა იზორიამ.

მინისტრის თქმით, წლის ბოლომდე დაგეგმილია საფრანგეთისა და გერმანიის თავდაცვის მინისტრებთან შეხვედრა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა