logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ლევან იზორია: დაჭრილი და დაშავებული სამხედროების რეაბილიტაციისთვის თავდაცვის სამინისტრო აშშ-სთან ერთად ყველაფერს აკეთებს
ლევან იზორია: დაჭრილი და დაშავებული სამხედროების რეაბილიტაციისთვის თავდაცვის სამინისტრო აშშ-სთან ერთად ყველაფერს აკეთებს
17:23 08.10.2018
დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ჟურნალისტებთან შეხვედრისას სოციალურ პროგრამებზე გაამახვილა ყურადღება. თავდაცვის მინისტრის თქმით დაჭრილი და დაშავებული სამხედროების რეაბილიტაციისთვის საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად ყველაფერს აკეთებს, რაც გამოიხატება დიდძალი ფინანსური რესურსის გამოყოფით და ამ ფონზე თავდაცვის სამინისტრო პირნათლად ასრულებს მის წინაშე დაკისრებულ ვალდებულებებს. ლევან იზორიამ კონკრეტულად დაშავებული ვახტანგ დოლიძის ბრალდებების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ კითხვები 2013 წელს უკავშირდება, თუკი ვახტანგ დოლიძეს გააჩნია კონკრეტული მტკიცებულებები მას შესაძლებლობა აქვს წარმოადგინოს, თუმცა თავდაცვის მინისტრის თქმით ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე გადაცდომა და თავდაცვის სამინისტრო პირნათლად ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს.

დღესვე, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ორფოლოში, პოლიგონზე მიმდინარე გეგმური წვრთნის დროს გარდაცვლილი კაპრალის, გია ჩაჩუას შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მინისტრის გადაწყვეტილებით უბედური შემთხვევიდან უმოკლეს პერიოდში განკარგულება გამოიცა, რის საფუძველზეც დაღუპული კაპრალის ოჯახს 8500 ლარის ჩაერიცხა. თავდაცვის მინისტრის განცხადებით ასევე მისი უშუალო გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საკუთარი ხარჯებით განმეორებით ექსპერტიზას უზრუნველყოფს, რათა არ არსებობდეს რაიმე დამატებითი შეკითხვა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას თქმით თითოეული სამხედრო მოსამსახურის ოჯახის პრობლემას თავდაცვის უწყება ყურადღებით და სრულფასოვნად განიხილავს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა