logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ფრანგული საჰაერო თავდაცვის საშუალებები საქართველოშია
ფრანგული საჰაერო თავდაცვის საშუალებები საქართველოშია
12:07 01.10.2018
დღეიდან საქართველოს საჰაერო სივრცე კიდევ უფრო დაცული და ეფექტიანად კონტროლირებული იქნება. ფრანგულ კომპანიებთან გაფორმებული კონტრაქტებით გათვალისწინებული რადიოლოკაციური სადგურები და ახლო მოქმედების საზენიტო-სარაკეტო სისტემები უკვე საქართველოშია. დღეს საჰაერო თავდაცვის საშუალებები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ და გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ალექსეევკას შერეულ საავიაციო ბაზაზე დაათვალიერეს, სადაც სამხედრო ავიაციის დღე აღინიშნა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში დაღუპული მფრინავების მემორიალის გვირგვინით შემკობით დაიწყო. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულებისა და წუთიერი დუმილი შემდეგ, პირად შემადგენლობას სიტყვით პრემიერ-მინისტრმა, თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა მიმართეს.

„ჩვენი მთავარი მიზანია თანამედროვე სტანდარტების მქონე და თავდაცვისუნარიანი შეიარაღებული ძალების განვითარება, რომელიც სრულ თანხვედრაში იქნებას ნატოს სტანდრატებთან. ჩვენ ამისთვის ძალისხმევას არ დავიშურებთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას.
თავდაცვის მინისტრმა ყურადღება საჰაერო თავდაცვის მიმართულების განვითარების შემდეგ ეტაპზე გაამახვილა.

„გამოვთქვამთ მზადყოფნას, რომ შემდეგ წლებში გადავიდეთ მეორე ეტაპზე და მაქსიმალურად აღვჭურვოთ საქართველო საჰაერო თავდაცვის კომპონენტებით, რათა ჩვენი სივრცე მაქსიმალურად დაცული იყოს. ავიაციასთან დაკავშირებით წელს ბიუჯეტიდან 23 მილიონი გამოიყო, პარალელურად ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორმა - აშშ-მა გამოთქვა მზადყოფნა გამოყოს ფინანსები ჩვენი საავიაციო შესაძლებლობების რემონტისა და მოდერნიზებისთვის, რათა თავდაცვითი ამოცანების შესრულებასთან ერთად, შესაძლებელი გახდეს სამაშველო და ხანძარსაწინააღმდეგო ოპერაციების განხორციელება“ - განაცხადა ლევან იზორიამ.

ღონისძიების ფარგლებში დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა, რომელიც ტექნიკის დათვალიერებით დასრულდა.
საავიაციო ბაზაზე ფრანგული კომპანიისგან Thales LAS SAS და MBDA-დან შესყიდული რადიოლოკაციური სადგურები, მართვისა და მოხსენების მობილური ცენტრი და ახლო მოქმედების საზენიტო-სარაკეტო სისტემები გამოიფინა. საზენიტო-სარაკეტო სისტემები მსოფლიოში ამ კლასის საშუალებებს შორის საუკეთესოა და მეტად ეფექტურია, როგორც მხარდამჭერი ოპერაციებისათვის, ასევე მაღალი მნიშვნელობის ობიექტების დასაცავად.

ალექსეევკას შერეულ საავიაციო ბაზაზე გამოფენილი იყო ასევე, ვერტმფრენები, რომლის პარკის განახლება და მოდერნიზაცია აშშ-ის მხარის დახმარებით მიმდინარეობს. ვერტმფრენების პარკის განახლების შემდეგ, საქართველოს შეიარაღებულ ძალებს მნიშვნელოვნად მაღალი შესაძლებლობების მქონე შვეულმფრენები ეყოლება, რომლებიც ეფექტიანად შეძლებენ არამარტო თავდაცვის სამინისტროს დავალებების შესრულებას, არამედ, საჭიროების შემთხვევაში, ქვეყნის მასშტაბით სამაშველო და ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში ჩაერთვებიან.

საჰაერო თავდაცვის სისტემების გარდა, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობა სამხედრო ავიაციის დღეს სხვა სიახლეებითაც ხვდება. ფრანგული ტექნიკის ექსპლუატაციის მიზნით, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობაში კადრების რეორგანიზაცია განხორციელდა, შეიქმნა ახალი შტატები და მოეწყო ტექნიკის მიღებისათვის საჭირო საწვრთნელ-სატესტო ბაზა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა