logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ლევან იზორია: საქართველო ჩართულია საერთაშორისო უსაფრთხოების სტრატეგიაში
ლევან იზორია: საქართველო ჩართულია საერთაშორისო უსაფრთხოების სტრატეგიაში
18:57 11.09.2018
ჯონ მაკკეინის ინსტიტუტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) ორგანიზებით გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე - „მსოფლიო თავდაყირა 2018“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას სიტყვით გამოსვლა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

ლევან იზორიამ უსაფრთხოების სფეროში საქართველო-აშშ-ის თანამშრომლობის შესახებ დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, რომ ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში მნიშვნელოვანი საკითხები ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში ხაზგასმით არის გამოყოფილი. „ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში ნათლად არის გამოყოფილი სამი ძირითადი საკითხი, რომელიც მნიშვნელოვანია ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში. ესენია: აშშ-სგან საქართველოს იარაღით მომარაგება, ჩვენი თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერება და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვა“, - აღნიშნა მან. ლევან იზორიას განცხადებით, საქართველო საერთაშორისო უსაფრთხოების სტრატეგიაშია ჩართული და მნიშვნელოვანია ამ კუთხით გამოცდილების გაზიარება: „ჩვენ ჩართულები ვართ საერთაშორისო უსაფრთხოების სტრატეგიაში, სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, ჩვენი გამოცდილება გავუზიაროთ ქვეყნებს, რომლებსაც რუსეთის მხრიდან საფრთხე ემუქრებათ“.

საერთაშორისო კონფერენციაზე საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივაზეც ისაუბრეს. ლევან იზორიას განცხადებით, მნიშვნელოვანია სტრატეგიული მზაობა გვქონდეს. „რაც შეეხება გლობალურ უსაფრთხოებას და რუსეთიდან წამოსულ საფრთხეებზე ადეკვატურ რეაგირებას, ჩვენ - ნატოს მოკავშირეებმა და პარტნიორებმა უნდა გავაძლიეროთ ჩვენი პოზიცია იმისთვის, რომ მზად ვიყოთ ამ საფრთხეებზე რეაგირებისთვის. ამას უკვე ვაკეთებთ ნატოსთან და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან ერთად“, - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

ლევან იზორიამ ყურადღება თავდაცვის უწყებაში ჩატარებულ და მიმდინარე რეფორმებსა და სამხედრო სწავლებებზეც გაამახვილა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა