logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ლევან იზორია: ჩვენი ძალისხმევა რჩება უცვლელი, როგორც ნატოს გზაზე, ისე ეროვნული მიზნების მისაღწევად და საერთაშორისო მისიებში
ლევან იზორია: ჩვენი ძალისხმევა რჩება უცვლელი, როგორც ნატოს გზაზე, ისე ეროვნული მიზნების მისაღწევად და საერთაშორისო მისიებში
18:51 11.09.2018
„ჩვენ გვჭირდება მეტი, ჩვენ ვართ მზად და ჩვენი ვალდებულებები და ძალისხმევა რჩება უცვლელი, როგორც ნატოს გზაზე, ისე ეროვნული მიზნების მისაღწევად და საერთაშორისო მისიებში“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საერთაშორისო კონფერენციაზე „მსოფლიო თავდაყირა 2018“. ლევან იზორიამ სესიაზე, რომელიც გლობალური უსაფრთხოების კონტექსტს ეხებოდა, საერთაშორისო მისიებში საქართველოს მონაწილეობის შესახებ მოდერატორის, კოლინ გრაფის შეკითხვას უპასუხა. მისი განცხადებით, საქართველო კვლავ გააგრძელებს წვლილის შეტანას საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში როგორც ავღანეთში, ისე ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში.

როგორც მინისტრმა განაცხადა, უკვე დაიწყო ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა - საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა (GDRP), რომელიც საქართველოს შეიარაღებული ძალებს საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებაში დაეხმარება. მან თავდაცვის უწყებაში განხორციელებულ რეფორმებზეც გაამახვილა ყურადღება: „პერსონალზე დანახარჯები ჩვენს ბიუჯეტში 67%-დან 54%-მდე შევამცირეთ, რაც იყო ჩვენს მიერ მიღებული ძალზე მტკიცე და რთული გადაწყვეტილება, დაზოგილი თანხები მივმართეთ აღჭურვილობაზე და ამჟამად ჩვენ მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს ვხარჯავთ თავდაცვაზე, და პირველად, თავდაცვის ბიუჯეტის 20%-ს აღჭურვილობაზე. ჩვენ მივიღეთ „ჯაველინის“ სისტემა აშშ-სგან და ახლა უკვე მოვითხოვეთ „სტინგერის“ საჰაერო თავდაცვის სისტემა. ჩვენი მომზადებისთვის და როგორც მე ვუწოდე - სტრატეგიული მზადყოფნისთვის, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სიტყვით გამოსვლა, ინფორმირება და თეორიული მიდგომა, არამედ სამხედრო კომპონენტით გაძლიერება. სწორედ ამიტომ, უმნიშვნელოვანესია ჩვენი ერთობის განმტკიცება და სამხედრო სიძლიერის ამაღლება. საქართველო ყველაფერს აკეთებს, რათა აშშ-ის მხარდაჭერით და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში, ნატოს წევრი ქვეყნების თანადგომით, განავითაროს თავდაცვითი შესაძლებლობები და ყოველდღიურად იყოს მზად ნატოს წევრობისთვის.“

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა