ბათუმის ნავსადგურში ამერიკის სამხედრო-საზღვაო ხომალდი „CARNEY“ შემოვიდა
13:13 24.08.2018
საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო
ხომალდი CARNEY“ (DDG 64) შემოვიდა. ამერიკის სამხედრო-საზღვაო დელეგაციის წევრებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის, სანაპირო დაცვის დეპარტამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები ბათუმის ნავსადგურში დახვდნენ.