logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 ლევან იზორიამ „ღირსეული პარტნიორის“ სასწავლო უბნები მოინახულა
ლევან იზორიამ „ღირსეული პარტნიორის“ სასწავლო უბნები მოინახულა
16:05 10.08.2018
„ამ სწავლებების ფარგლებში ჩვენი თავსებადობა ნატოს სტანდარტებთან უფრო მაღლდება, კომუნიკაცია სხვადასხვა სტრატეგიულ პარტნიორთან უფრო ღრმავდება, პროფესიონალიზმი და ჩვენი ქვეყნის თავდაცვის შესაძლებლობები უფრო ძლიერდება,“ - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ვაზიანში, რომელმაც „ღირსეული პარტნიორი 2018“ მიმდინარეობას გენერალური შტაბის უფროსთან, გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან ერთად დღეს დილიდან აკვირდებოდა. ლევან იზორიას თქმით, საქართველო მსგავს სწავლებებს მომავალში მეტი ინტენსიურობით, პარტნიორების მხრიდან მეტი ჩართულობითა და თანამონაწილეობით გააგრძელებს.
თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა ვაზიანში სტუმრობა IV მექანიზებულ ბრიგადაში განთავსებული სწავლების მრავალეროვნული შტაბის მონახულებით დაიწყეს, შემდეგ კი, ამერიკული UH60 „შავი ქორის“ ვერტმფრენით ყველა სასწავლო უბანი დაათვალიერეს. ვერტმფრენში იმყოფებოდნენ ასევე, საერთაშორისო სწავლების ქართველი და ამერიკელი ხელმძღვანელები, ბრიგადის გენერალი შავლეგო ტაბატაძე და პოლკოვნიკი ენტონი ფურნიე.
ვერტმფრენიდან სასწავლო უბნების დათვალიერების შემდეგ, თავდაცვის მინისტრი და გენერალური შტაბის უფროსი საველე ჰოსპიტალის მუშაობასაც დააკვირდნენ და პირად შემადგენლობას გაესაუბრნენ.
საველე ჰოსპიტალიდან ლევან იზორია გენერალური შტაბის უფროსთან ერთად გერმანული ქვეითთა საბრძოლო მანქანით „მარდერი“ მე-11 პოლიგონზე გადაადგილდა და ბუნდესვერის სამხედრო მოსამსახურეების შეტევით ოპერაციას დაესწრო.
„ღირსეული პარტნიორი 2018“ საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და აშშ-ის ევროპული სარდლობის ლიდერობით საქართველოში უკვე მეოთხედ იმართება. სწავლება 1 აგვისტოს დაიწყო და მასში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნის 3000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურეა ჩართული.





FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა