logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 ლევან იზორია: შეიარაღებულ ძალებში უმნიშვნელოვანესი ტრანსფორმაცია მიმდინარეობს
ლევან იზორია: შეიარაღებულ ძალებში უმნიშვნელოვანესი ტრანსფორმაცია მიმდინარეობს
14:36 01.08.2018
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მრავალეროვნული სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2018“ გახსნის ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას შეიარაღებულ ძალებში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესზე ისაუბრა: „შეიარაღებულ ძალებში უმნიშვნელოვანესი ტრანსფორმაცია მიმდინარეობს. წარმატებით ხორციელდება საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა, დაწყებულია ლოგისტიკის ტრანსფორმაცია, ტოტალური თავდაცვის ფარგლებში რეზერვისა და მობილიზაციის სისტემის ჩამოყალიბება, ბრიგადების საბრძოლო ჯგუფებად ფორმირება; Mission Command მიდგომების დანერგვა, სამთო და საზღვაო, კიბერ თავდაცვისა და სტრატეგიული კომუნიკაციების კომპონენტების საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებულ წვრთნებსა და სწავლებებში ინტეგრირება. ყოველივე ეს, სრულიად ახალ საფეხურზე აიყვანს საქართველოს შეიარაღებული ძალების თავდაცვით შესაძლებლობებს“.
ლევან იზორიას განცხადებით, თავდაცვის უწყების მიზანია ჩამოყალიბდეს თანამედროვე, ბრძოლისუნარიანი და ნატოსთან თავსებადი შეიარაღებული ძალები, რომელიც ეროვნული თავდაცვითი ამოცანების შესრულების გარდა, სრულფასოვნად შეიტანს წვლილს საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.
„მინდა ხაზი გავუსვა, რომ საქართველო, როგორც პასუხისმგებლიანი პარტნიორი, ერთგული რჩება ნატოს მოთხოვნის მიმართ და თავდაცვის დანახარჯებისთვის უზრუნველყოფს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის (GDP) 2%-ის გამოყოფას. უფრო მეტიც, გატარებული რეფორმების შედეგად, ჩვენ შევძელით 4%-დან 20%-მდე გაგვეზარდა თავდაცვის ბიუჯეტიდან თავდაცვითი სისტემების მოდერნიზაციაზე მიმართული თანხები“ - განმარტა თავდაცვის მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას.
„ღირსეული პარტნიორი 2018“ დღეს ოფიციალურად გაიხსნა და 15 აგვისტოს დასრულდება.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა