logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ბაზასთან, სადაც ავღანეთში ვიზიტით ჩასული ლევან იზორია იმყოფებოდა, ჭურვები ჩამოვარდა
ბაზასთან, სადაც ავღანეთში ვიზიტით ჩასული ლევან იზორია იმყოფებოდა, ჭურვები ჩამოვარდა
12:11 06.07.2018
თავდაცვის მინისტრმა ავღანეთში ვიზიტი ბაზა „კუნდუზზე“ IV მექანიზებული ბრიგადის სწრაფი რეაგირების ასეულის ოცეულის მონახულებით დაიწყო. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელები „კუნდუზზე“ დისლოცირებულ ქართველ მშვიდობისმყოფელებს შეხვდნენ და ადგილზე არსებული მდგომარეობა პირადად მოისმინეს. IV მექანიზებული ბრიგადის სწრაფი რეაგირების ასეულის ოცეული, ბაზა „კუნდუზზე“ ორკვირიანი როტაციის პრინციპით ბაზის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ ავღანეთში, ბაზა „კუნდუზზე" ქართული ოცეულის მონახულების შემდეგ, ბაზის მიმართულებით ორი არაპირდაპირი გასროლა განხორციელდა. ჭურვები ბაზის სიახლოვეს ჩამოვარდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საბედნიეროდ არავინ დაშავებულა. ბაზა „კუნდუზზე" დისლოცრებული IV მექანიზებული ბრიგადის სწრაფი რეაგირების ასეულის ოცეული მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულებას განაგრძობს. თავდაცვის მინისტრი ბაზა „კუნდუზზე“ გერმანიის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.

ბაზა „კუნდუზზე“ ვიზიტის შემდეგ თავდაცვის მინისტრმა მაზარ-ი-შარიფში, ბაზა „მარმალზე“ გადაინაცვლა , სადაც IV მექანიზებული ბრიგადის სწრაფი რეაგირების ასეულის პირად შემადგენლობასთან შეხვედრა გამართა. ლევან იზორიამ სამხედროებს სიტყვით მიმართა, მათ მისიის წარმატებით დასრულება და საქართველოში მშვიდობიანი დაბრუნება უსურვა.

მოგვიანებით კი, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ჩრდილოეთ სარდლობის მეთაურთან, ბრიგადის გენერალ ვოლფ-იურგენ შთალთან შეხვედრა გამართეს. საუბარი გერმანიასა და საქართველოს შორის ორმხრივ თანამშრომლობას შეეხო, ხაზი გაესვა ქართველი და გერმანელი სამხედროების სამშვიდობო მისიაში ერთობლივ მსახურს. გერმანელმა გენერალმა ქართველი მშვიდობისმყოფელების პროფესიონალიზმი ხაზგასმით აღნიშნა და გერმანელ სამხედროების მხარდამხარ „მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში მონაწილეობისთვის თავდაცვის მინისტრს მადლობა გადაუხადა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზებული ბრიგადის სწრაფი რეაგირების ასეული „მტკიცე მხარდაჭერის" მისიას იანვრიდან ასრულებს. ქართული ქვედანაყოფი გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში, ოპერაციის რაიონში პატრულირებას და სწრაფი რეაგირების ამოცანებს ასრულებს.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ავღანეთში შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსთან, გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან ერთად იმყოფება. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან ასევე, სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდალი, ბრიგადის გენერალი შავლეგო ტაბატაძე და შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტი კობა ცირეკიძე.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა