logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ლევან იზორია GDRP-ის პირველ საჩვენებელ სწავლებას დაესწრო
ლევან იზორია GDRP-ის პირველ საჩვენებელ სწავლებას დაესწრო
15:07 27.06.2018
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) პირველ საჩვენებელ სწავლებას დაესწრო. საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის პირადმა შემადგენლობამ რეიდის ოპერაცია განახორციელა. ამ ეტაპზე ქვედანაყოფის მომზადების მე-9 კვირა მიმდინარეობს, რომელიც ბატალიონის საბრძოლო სროლების დროს აღმოჩენილი ნაკლოვანებების აღმოფხვრას და აღდგენას მოიცავს. წვრთნის ეს ეტაპი მომდევნო საველე სწავლებისათვის მომზადებასაც გულისხმობს, რომელიც მოგვიანებით ჩატარდება.

საველე სწავლებაზე 43-ე ბატალიონი 6 საწვრთნელ წერტილზეა გაშლილი. თითოეულ საწვრთნელ უბანზე სხვადასხვა ტიპის სამხედრო მომზადება მიმდინარეობს. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ბატალიონის საველე შტაბს ესტუმრა და დეტალურად გაეცნო საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის მიმდინარეობას.

საჩვენებელი სწავლების დასრულების შემდეგ ლევან იზორია წვრთნებში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებს პირადად შეხვდა, სწავლებაში აქტიური მონაწილეობისათვის მადლობა გადაუხადა და საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის მნიშვნელობაზე ესაუბრა.

საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა (GDRP) წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ერთობლივ პროექტს, რომლის მიზანია საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის გასაზრდელად საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებულ ძალებში სისტემების განვითარებისა და ინსტიტუციონალიზაციის გზით, რომელთა საფუძველზე შესაძლებელი იქნება ტაქტიკური ძალების პირადი შემადგენლობით დაკომპლექტების, წვრთნის აღჭურვისა და დაკისრებული ეროვნული ამოცანების შესასრულებლად აუცილებელი მზადყოფნის დონეზე შენარჩუნების დამოუკიდებელი შესაძლებლობების განვითარება.

წვრთნებს მხარს უჭერს ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ცენტრი (JTEC) და საერთო საჯარისო ცენტრის დაქვემდებარებული ქვედანაყოფები - კაპიტნის საკარიერო სკოლა, არტილერიის სკოლა და ლოგისტიკის სკოლა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა