საქართველოში ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტით მყოფი თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის მინისტრი ისმეთ ილმაზი საქართველოს
თავდაცვის მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა მიიღო.
თავდაცვის სამინისტროში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.
საქართველოს თავდაცვის უწყების ცნობით, ვიზიტის მიზანი ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობისა და სამომავლო გეგმების განხილვაა.
„ორი ქვეყნის უწყებები წლების განმავლობაში მჭიდროდ თანამშრომლობენ სხვადასხვა სფეროებში, განსაკუთრებით კი, სამხედრო განათლების კუთხით“ - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

















