ბრიუსელში მიმდინარე ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა
ლევან იზორიამ უნგრელ კოლეგასთან ტიბორ ბენკოსთან ორმხრივი შეხვედრა გამართა.
მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. ლევან იზორიამ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივის - ლოგისტიკის წარმატებით განხორციელებაში უნგრეთის მხარდაჭერისთვის კოლეგას მადლობა გადაუხადა.
მინისტრებმა საერთაშორისო სწავლებებში ერთობლივ მონაწილეობაზეც გაამახვილეს ყურადღება. როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, 2019 წელს დაგეგმილ ნატო-საქართველოს სწავლებას უნგრეთიც შეუერთდება.
ბელგიის სამეფოში მიმდინარე ნატოს მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა უკრაინელ კოლეგასთანაც გამართა შეხვედრა.

















