საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას განცხადებით, საერთაშორისო
თანამეგობრობაში წარმატებებული ჩართულობით, გამბედაობით და მდგრადობით საქართველომ სანდო, ღირსეული და სამაგალითო პარტნიორის სახელი მოიპოვა.
ლევან იზორიამ ეს განცხადება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP-2018) თბილისში გამართულ კონფერენციაზე გააკეთა.
„2018 წელი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი წელია. 10 წელი სრულდება ბუქარესტის სამიტზე მიღებული დეკლარაციიდან, რომლის დროსაც გაცხადდა, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება. 2008 წლის აგვისტოს ომიდან 10 წელი ხდება და ბოლოს, რამდენიმე დღის წინ, 26 მაისს, 1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის დეკლარაციიდან საუკუნის იუბილე ვიზეიმეთ. ეს მნიშვნელოვანი თარიღები ჩვენს განვლილ გზას და, ამავე დროს, ჩვენ წარმატებას წარმოადგენს. 2018 წელი სიმბოლურად აერთიანებს ჩვენს კოლექტიურ მეხსიერებას, ჩვენს უახლესი ისტორიის მანძილზე განვლილ ყველა მნიშვნელოვან გზას. და დღეს, მოხარული ვარ განვაცხადო, რომ ვადგავართ პროგრესის, ურყევი ძალისხმევისა და წარმატებების გზას. საერთაშორისო თანამეგობრობაში წარმატებებული ჩართულობით და ჩვენი გამბედაობით, მდგრადობით საქართველომ სანდო, ღირსეული და სამაგალითო პარტნიორის სახელი მოიპოვა,“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ.

















