logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ლევან იზორია: ყოველდღიური მზადყოფნა და საბრძოლო შესაძლებლობების ამაღლება იძლევა შესაძლებლობას, ახლო მომავალში ნატოს სრულფასოვანი წევრი გავხდეთ
ლევან იზორია: ყოველდღიური მზადყოფნა და საბრძოლო შესაძლებლობების ამაღლება იძლევა შესაძლებლობას, ახლო მომავალში ნატოს სრულფასოვანი წევრი გავხდეთ
14:09 30.05.2018
ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) დაარსებიდან ორი წლის იუბილეს აღნიშნავს. საზეიმო ცერემონიას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, უწყების მაღალჩინოსნები და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითადი ჯგუფის წარმომადგენლები დაესწრნენ.

თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ცენტრის პირად შემადგენლობასა და მოწვეულ სტუმრებს იუბილე ლევან იზორიამ პირადად მიულოცა.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ყოველდღიური მზადყოფნითა და საბრძოლო შესაძლებლობების ამაღლებით ვუახლოვდებით ნატოს, რაც იძლევა შესაძლებლობას ახლო მომავალში საქართველო გახდეს იმ ალიანსის ერთ-ერთი სრულფასოვანი წევრი, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის ღირებულებებისა და პრინციპების დაცვას.

ლევან იზორიას განმარტებით, საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) ფარგლებში ჩართულ ყველა სამხედრო მოსამსახურეს ხელფასები გაეზრდება.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა თითოეულ ჯარისკაცს თავდადებული შრომისთვის და JTEC-ის სამხედრო მოსამსახურეები საშტატო იარაღით, ხოლო ცენტრის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ვიცე-პოლკოვნიკი მარიუს ნილსენსი „ქაქუცა ჩოლოყაშვილის“ მედლით დააჯილდოვა.
საზეიმო ღონისძიებაზე ნატოს მრჩეველთა ჯგუფის უფროსის გადაბარების ცერემონიაც გაიმართა და სამხედრო მოსამსახურეებს სერთიფიკატები გადაეცათ.

პრესსამსახურის ცნობითვე, საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში, თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა JTEC-ის შტაბის ახალი შენობა საზეიმოდ გახსნეს.
ნატო-საქართველოს წვრთნების და შეფასების ერთობლივი ცენტრი 2014 წელს უელსის სამიტზე საქართველოსთვის მინიჭებულ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში შეიქმნა. JTEC საქართველოს, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალებისათვის თანამედროვე სასწავლო შესაძლებლობებს უზრუნველყოფს.

2019 წლისთვის JTEC ყველა დონის საველე სიმულაციურ და ვირტუალურ სწავლებას როგორც სარდლობისა და ბრიგადებისათვის, ასევე ბატალიონის, ასეულისა და ოცეულისათვის უზრუნველყოფს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა