logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 ლევან იზორიამ და ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ქართველ მშვიდობისმყოფელებს შეიარაღებული ძალების დღე მიულოცეს
ლევან იზორიამ და ვლადიმერ ჩაჩიბაიამ ქართველ მშვიდობისმყოფელებს შეიარაღებული ძალების დღე მიულოცეს
12:22 30.04.2018
საქართველოს შეიარაღებული ძალები დღეს დაარსებიდან 27 წლის იუბილეს ზეიმობს.
ქართული არმიის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების აღნიშვნა თავდაცვის სამინისტროს მართვის ცენტრიდან დაიწყო. თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ შეიარაღებული ძალების მთავარ სერჟანტთან, მთავარ სერჟანტ კობა ცირეკიძესთან ერთად ვიდეოკონფერენციის საშუალებით ავღანეთსა და აფრიკის კონტინენტზე საერთაშორისო მისიებში მყოფ ქართველ მშვიდობისმყოფელებს პროფესიული დღე მიულოცეს და ქვეყნის წინაშე აღებული ვალდებულებების მაღალ დონეზე შესრულებისთვის, ქვეყნის თავისუფლების დაცვისთვის მადლობა გადაუხადეს.

თავდაცვის მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება საერთაშორისო ოპერაციებში ქართველი მშვიდობისმყოფელების პროფესიონალიზმსა და გამბედაობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ სწორედ მათი შემწეობით საქართველო სტრატეგიული მოკავშირეებისთვის ერთ-ერთი ღირსეული პარტნიორი გახდა.

მართვის ცენტრიდან ჩართვა ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის ოთხ ლოკაციასა და აფრიკის კონტინენტის ორ ქვეყანაში - ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში განხორციელდა. ამჟამად, ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში, ქაბულში საქართველოს შეიარაღებული ძალების უფროსი სამხედრო წარმომადგენლობა და სპეციალური ოპერაციის ძალების რეინჯერთა ბატალიონის ნაკრები ასეული ჩართული. ბაგრამის საავიაციო ბაზაზე საერთაშორისო მისიას III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონი ასრულებს, მაზარ-ი-შარიფში, ბაზა „მარმალზე“ კი - IV მექანიზებული ბრიგადის ნაკრები ასეული. აფრიკის კონტინენტზე ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელ მისიებში საქართველოს შეიარაღებული ძალები ორ ქვეყანაში - ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიშია წარმოდგენილი. ამჟამად, ცარ-ში სამხედრო-საწვრთნელ მისიას EUTM RCA ეროვნული გვარდიის ქვეითი ოცეული ასრულებს, მალიში კი საქართველო ერთი ოფიცრითაა წარმოდგენილი.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა