რადიო "ეხო მოსკვის" მთავარი რედაქტორი ალექსეი ვენედიქტოვი საქართველოს თავდაცვის მინისტრს დიმიტრი შაშკინს შეხვდა და ვრცელი
ინტერვიუ ჩაწერა. ინფორმაციას ამის შესახებ თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, თავდაცვის მინისტრმა რუს ჟურნალისტთან საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე ისაუბრა.
დიმიტრი შაშკინმა რადიო "ეხო მოსკვის" ჟურნალისტს თავდაცვის სამინისტროს ახალი, სამი T-ს კონცეფცია გააცნო, რომელზეც თავდაცვის სამინისტრო უკვე მუშაობს.
პირველი T- Total Care - გულისხმობს სახელმწიფოს ზრუნვას თითოეულ სამხედრო მოსამსახურესა და მის ოჯახზე.
მეორე T- Total Training -ია. რაც შეიძლება მეტი განათლება და წვრთნები იმისთვის, რომ ნატოს სტრუქტურებში ინტეგრაცია დაჩქარდეს.
მესამე მიმართულებაა - Total defance (ტოტალური თავდაცვა).
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა რადიო "ეხო მოსკვისთვის" მიცემულ ინტერვიუში თავდაცვის სამინისტროს ახალ სლოგანზეც - "არც მშვიდობიან დროს და არც ომში არც ერთ ადამიანს არ მივატოვებთ" ისაუბრა.
ინტერვიუს დროს საუბარი რუსეთ საქართველოს ურთიერთობებსა და საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციასაც შეეხო.

















