logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
სერჟანტთა მომზადების ცენტრს აკადემიის სტატუსი მიენიჭა
სერჟანტთა მომზადების ცენტრს აკადემიის სტატუსი მიენიჭა
12:55 25.03.2018
გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრი 25 მარტს დაარსებიდან 15 წლისთავს აღნიშნავს. იუბილე ცენტრისთვის გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის სტატუსის მინიჭებითა და სერჟანტთა სამეთაურო-საშტაბო კურსის დაწყებით აღინიშნა. საზეიმო ცერემონიალს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია დაესწრნენ.
განხორციელებული საგანმანათლებლო რეფორმის შედეგად, სერჟანტთა სამხედრო პროფესიული განათლების ისტორიაში პირველად, ცენტრში სერჟანტთა სამეთაურო-საშტაბო კურსი იწყება, რომელიც სერჟანტთა სამხედრო პროფესიული განათლების მესამე დონეს წარმოადგენს და ბატალიონისა და ბრიგადის სერჟანტებს მოამზადებს. იწყება ინგლისური ენის შემსწავლელი ინტენსიური კურსიც. სწორედ აღნიშნულმა ტრანსფორმაციამ განაპირობა ცენტრისთვის აკადემიის სტატუსის მინიჭება, რაც დღეიდან სერჟანტს სამხედრო პროფესიულ განათლებას მისცემს და მხოლოდ წვრთნაზე აღარ იქნება ორიენტირებული.
ცერემონიალზე წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა მალხაზ მაკარაძემ სერჟანტთა აკადემიის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელს, ვიცე-პოლკოვნიკ მიხეილ გოგნაძეს აკადემიის ახალი საბრძოლო დროშა გადასცა.
ღონისძიების დასასრულს დაჯილდოების ცერემონიალიც გაიმართა. თავდაცვის მინისტრმა გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის სამხედროებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმის გამო, ჯილდოდ საშტატო იარაღი გადასცა. სერჟანტები ასევე, დაჯილდოვდნენ მედლებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკლო სამსახურისთვის და ,,გიორგი ანწუხელიძე’’.
სერჟანტთა მომზადების სკოლა 2003 წლის 25 მარტს, გერმანული მხარის დახმარებით დაარსდა, სადაც ნატოს სტანდარტებთან მიახლოებული პროგრამით ათეულისა და ოცეულის სერჟანტის მომზადება მიმდინარეობდა. 2013 წლის 15 ნოემბერს სერჟანტთა მომზადების სკოლას საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელი მიენიჭა და სასწავლო ცენტრად ჩამოყალიბდა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა