logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
შვედეთის თავდაცვის მინისტრი ვაზიანის მეოთხე მექანიზებულ ბრიგადას ესტუმრა
შვედეთის თავდაცვის მინისტრი ვაზიანის მეოთხე მექანიზებულ ბრიგადას ესტუმრა
11:13 07.03.2018
შვედეთის თავდაცვის მინისტრი ვაზიანის მეოთხე მექანიზებულ ბრიგადას ესტუმრა. ტოტალური თავდაცვის მიმართულებით გამოცდილების გაზიარება, ერთობლივი სწავლებები, სავალდებულო სამხედრო სამსახური, რეზერვის ახალი კონცეფცია - ეს ის საკითხებია, რომელზეც შვედეთის თავდაცვის მინისტრმა ვაზიანის სამხედრო ბაზაზე სტუმრობისას ყურადღება გაამახვილა და საქართველოს მხარდაჭერა აღუთქვა. შვედეთის თავდაცვის მინისტრმა საქართველოში სავალდებულო სამხედრო სამსახურის აღდგენისა და ახალი სარეზერვო სამსახურის შემოღების გამო კმაყოფილება გამოთქვა. საქართვგელოსა და შვედეთის თავდაცვის მინისტრებმა ორი ქვეყნის სტრატეგიულ ხედვაში არსებულ მსგავსებებზე გაამახვილეს ყურადრება და ამ მიმართულებით აქტიური თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვეს. საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადებით წვევამდელთა დიდი ნაწილი სურვილს გამოთქვამს სავალდებულო სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ საქმიანობა პროფესიულ არმიაში გააგრძელოს.

პიტერ ჰულტქვისტი ვაზიანში საქართველოს თავდაცვის მინისტრთან, ლევან იზორიასთან და გენერალური შტაბის უფროსთან, გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან ერთად იმყოფებოდა. ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრები ბრიგადის ოფიცრებსა და სერჟანტებს პირადად გაესაუბრნენ, გაწეული სამსახურისთვის მათ მადლობა გადაუხადეს და წარმატებები უსურვეს. შვედეთის თავდაცვის მინისტრის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ცნობილი გახდა, რომ შვედეთი 2019 წელს "ნატო-საქართველოს სწავლებაში" ჩაერთვება. ჯარისკაცებთან გასაუბრების შემდეგ, მეოთხე მექანიზებული ბრიგადის ხელმძღვანელობამ შვედეთის დელეგაციას ბრიგადის ისტორიისა და საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა და მომავლის გეგმები გააცნო.

სტუმრებმა მეოთხე მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე შეიარაღებაც დაათვალიერეს.
"ჩემთვის დიდი პატივია, რომ ვესტუმრე საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო ქვედანაყოფს და მასზე დისლოცირებული სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობის, მათი სამხედრო ცხოვრებისა და საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის შესახებ მივიღე ინფორმაცია. გავეცანი ქვედანაყოფში არსებულ ტექნიკასაც. მკაფიოდ ჩანს, რომ საქართველოს მთავრობა ხელს უწყობს სამხედრო შესაძლებლობების გაზრდას, ამავე დროს აფართოებს თანამშრომლობას სხვა ქვეყნებთან. ძალიან ვამაყობ, რომ საქართველოში ჩემი კოლეგის მოწვევით ვიმყოფები, რომელთანაც დღეს ძალიან ნაყოფიერი დისკუსია მქონდა. ვისაუბრეთ, თუ როგორ შეგვიძლია განვავითაროთ ჩვენს ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა. ვგეგმავთ წვრთნებში ერთობლივ მონაწილეობას როგორც საქართველოში, ისე შვედეთში. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ პატივი უნდა ვცეთ საერთაშორისო სამართლით აღიარებულ ნორმებს და თითოეული ქვეყნის სუვერენიტეტს. ბატონო მინისტრო, დიდ მადლობას გიხდით შესანიშნავი სტუმართმოყვარეობისთვის, ურთიერთობისა და მეგობრობისთვის"-განაცხადა პიტერ ჰულტქვისტმა.

შვედეთის თავდაცვის მინისტრი საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. მას ქართველი კოლეგა, ლევან იზორია მასპინძლობს.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა