logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
შვედეთი 2019 წელს "ნატო-საქართველოს სწავლებაში" ჩაერთვება
შვედეთი 2019 წელს "ნატო-საქართველოს სწავლებაში" ჩაერთვება
16:33 06.03.2018
შვედეთის სამეფო 2019 წელს "ნატო-საქართველოს სწავლებაში" ჩაერთვება - ამის შესახებ დღეს შვედეთის სამეფოს თავდაცვის მინისტრმა საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ქართველ კოლეგას დაუდასტურა. შვედეთის სამეფოს თავდაცვის მინისტრის საქართველოში პირველი ოფიციალურ ვიზიტს, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია მასპინძლობს.
დახვედრის ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ საქართველოსა და შვედეთის თავდაცვის მინისტრების ხელმძღვანელობით დელეგაციებს შორის შეხვედრაზე ყურადღება ორმხრივი თანამშრომლობის დინამიკის ინტენსიფიკაციასა და ტოტალური თავდაცვის სფეროში გამოცდილების გაზიარებაზე გამახვილდა. შვედმა მინისტრმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა, ბოლო დროს განვითარებული ტრაგიკული მოვლენების გამო შეშფოთება გამოთქვა და ქართველი ხალხს მიუსამძიმრა.
ურთიერთთანამშრომლობის ფორმატის განხილვისას ლევან იზორიამ ხაზგასმით აღნიშნა ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში შვედი ექსპერტის ჩართულობა, რომელიც ქართველ კოლეგებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს. მინისტრებმა განსაკუთრებული ყურადღება ერთობლივ სწავლებებში მონაწილეობის საკითხსაც დაუთმეს.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ნატოს გაძლიერებული შესაძლებლობების ინიციატივის ფორმატში პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობას და ინტენსიურ დისკუსიებს. ლევან იზორიამ ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს შესაძლებლობა ჰქონდა მონაწილეობა მიეღო სკანდინავია-ბალტიის ქვეყნების თანამშრომლობის ფორმატში და ქართულ მხარეს ტოტალური თავდაცვის კუთხით თავდაცვის რეფორმირების პროცესში მათი გამოცდილება მაქსილამურად გაეთვალისწინებინა.
საქართველოში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში შვედეთის სამეფოს თავდაცვის მინისტრი გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს და "შვედეთის თავდაცვის პოლიტიკისა და ევროპულ უსაფრთხოებაში არსებული გამოწვევების" შესახებ თავდაცვის უწყების წარმომადგენლებს ლექციას წაუკითხავს. პიტერ ჰულტქვისტი ვაზიანში, IV მექანიზებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებთან შეხვედრასაც გეგმავს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა