logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თავდაცვის მინისტრმა „ევროპის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის რეგიონული სემინარი“ გახსნა
თავდაცვის მინისტრმა „ევროპის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის რეგიონული სემინარი“ გახსნა
21:46 05.03.2018
სასტუმრო „მერკურში“ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ „ევროკავშირის ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის რეგიონული სემინარი“ გახსნა. ლევან იზორიამ ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის მონაწილე ქვეყნების მონაწილეებსა და ევროკავშირის წარმომადგენლებს სიტყვით მიმართა, ორგანიზატორს - ევროპის თავდაცვისა და უსაფრთხოების კოლეჯს მადლობა გადაუხადა და მსგავსი შეხვედრების მნიშვნელობა აღნიშნა.
მისასალმებელს სიტყვაში ლევან იზორია გლობალური უსაფრთხოების არქიტექტურის კონტექსტში საქართველოს პრიორიტეტებსა და როლს შეეხო. მან საერთაშორისო უსაფრთხოების დამყარებისა და განმტკიცების საქმეში, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, საქართველოს მნიშვნელოვანი წვლილი და ნატოსა და ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში საქართველოს კონტრიბუცია აღნიშნა.
მინისტრი ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან თავდაცვის სფეროში საქართველოს თანამშრომლობის საკითხებსაც შეეხო და სამხედრო განათლების, სტრატეგიული კომუნიკაციების, გენდერული თანასწორობის, კიბერუსაფრთხოების სფეროს განვითარების კუთხით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებსა და ამ მხრივ, ნატოსა და ევროკავშირის ინსტიტუტებთან მჭიდრო თანამშრომლობაზე ისაუბრა.
სემინარის მონაწილეებს საქართველოში ავსტრიის ელჩი, არად ბენკო მიესალმა. ავსტრიელმა დიპლომატმა მსოფლიოსა და ევროპაში უსაფრთხოების თვალსაზრისით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და საქართველოს სამოქალაქო და უსაფრთხოების სექტორთან, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობის გაღრმავების სურვილი გამოთქვა. სემინარის გახსნას საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და ავსტრიის თავდაცვის ატაშე საქართველოში, პოლკოვნიკი ერიხ ზიმბურგერი დაესწრნენ.
შეხვედრა ევროპის თავდაცვისა და უსაფრთხოების კოლეჯის (ESDC) ორგანიზებით, ასევე ავსტრიისა და ლიტვის რესპუბლიკების თანაორგანიზებით ტარდება. სპეციალურად ღონისძიებისთვის ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროზე სასაუბროდ საქართველოში ევროკავშირის წამყვანი მკვლევარები ჩამოვიდნენ. სემინარში მონაწილეობენ ასევე, აღმოსავლეთ პარტნიორობის 5 ქვეყნის - აზერბაიჯანის, ბელარუსის, მოლდოვას, სომხეთის და უკრაინის 40-მდე საჯარო მოხელე. ფორმატი საშუალებას გვაძლევს კიდევ უფრო მეტად გავაღრმავოთ თანამშრომლობა აღნიშნულ ქვეყნებთან.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა