logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თავდაცვის მინისტრმა მიუნხენში ორმხრივი შეხვედრები გამართა
თავდაცვის მინისტრმა მიუნხენში ორმხრივი შეხვედრები გამართა
13:26 18.02.2018
"ჩვენი თანამშრომლობა როგორც ნატოს წევრ, ასევე პარტნიორ ქვეყნებთან უფრო მაღალ ხარისხში იქნება აყვანილი, რაც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, თითოეული მოქალაქის დაცულობას და კეთილდღეობას შეუწყობს ხელს“ - ამ სიტყვებით შეაჯამა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გერმანელ და ნორვეგიელ კოლეგებთან - ურსულა ფონ დე ლეიენთან და ფრანკ ბაკე-იენსენთან, ასევე გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებული ძალების სახელმწიფო მინისტრთან მარკ ლანკესტერთან ორმხრივი შეხვედრები, რომელიც მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.
ორმხრივ შეხვედრებზე განხილვის მთავარი თემა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ახალი ასპექტები იყო. როგორც ლევან იზორიამ ნორვეგიელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, საქართველოს მონაწილეობა სკანდინავია-ბალტიისპირეთის ქვეყნების უსაფრთხოების დისკუსიებში გააქტიურდება, მრავალეროვნული წვრთნებისთვის გამოცდილების გაზიარების მიზნით კი, ქართული მხარე ახლო მომავალში ნორვეგიას ესტუმრება.
გერმანიის თავდაცვის მინისტრთან შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება უსაფრთხოების საკითხებზე გამახვილდა. „გერმანია ბევრს გააკეთებს, რომ საქართველოში უსაფრთხოების განმტკიცებას შეუწყოს ხელი. ამ მიმართულებით გერმანიამ უკვე გამოყო რამდენიმე მილიონი და მომავალშიც გააგრძელებს ამ მიმართულებით მხარდაჭერას,“ - აღნიშნა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.
საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია აშშ-ის თავდაცვის მდივანს ჯეიმს მატისს შეხვდნენ. სამი დღის განმავლობაში, მიუნხენში შეკრებილი მსოფლიო პოლიტიკური ლიდერები და უსაფრთხოების სფეროს ექსპერტები ევროპული და გლობალური უსაფრთხოების აქტუალურ საკითხებს განიხილავენ. 2018 წლის საერთაშორისო ფორუმის დღის წესრიგის მთავარი თემაა ევროკავშირის, როგორც გლობალური მოთამაშის როლი და მისი ურთიერთობები.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა