საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის
ახალ ხელმძღვანელს ერიკ ჰოეგს შეხვდა. გაცნობით შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი დაესწრო.
თავდაცვის მინისტრმა ერიკ ჰოეგს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. მხარეებმა საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს ქართულ სოფლებში არსებული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.
როგორც თავდაცვის სამინისტროში განმარტავენ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალმა ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო პირნათლად ასრულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ საერთაშორისო ნორმებს, რაც რეგიონში სტაბილურობის ერთ-ერთი გარანტია.

















