logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ცენტრალურ აფრიკაში ქართველი სამხედროების მორიგი როტაცია განხორციელდა
ცენტრალურ აფრიკაში ქართველი სამხედროების მორიგი როტაცია განხორციელდა
15:09 24.01.2018
საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნულ გვარდიაში სამხედრო მოსამსახურეების ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გაცილების ცერემონია გაიმართა. ევროკავშირის სამხედრო საწავრთნელ მისიაში (EUTM RCA) გაცილების ცერემონიას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, გენერალური შტაბის უფროსი გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩი პასკალ მენიე და ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი დაესწრნენ.
თავდაცვის მინისტრმა სამწყობრო მოედანზე შეკრებილ ეროვნული გვარდიის მსუბუქი ქვეითი ოცეულის ჯარისკაცებს სიტყვით მიმართა, მისიის წარმატებით შესრულება და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვა. ლევან იზორიამ ყურადღება საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე, საგარეო პრიორიტეტებზე, სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობისა და მსოფლიო უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში საქართველოს კონტრიბუციის მნიშვნელობაზე გაამახვილა. გენერალური შტაბის უფროსმა სამხედრო მოსამსახურეებსა და მათი ოჯახის წევრებს მადლობა გადაუხადა და მხარდაჭერა აღუთქვა.

საფრანგეთისა და ევროკავშირის ელჩებმა სიტყვით მიმართვისას, საქართველოსა და ევროპის საერთო ღირებულებებზე, სტაბილურობისა და მშვიდობის უზრუნველყოფის საქმეში ერთობლივ ძალისხმევაზე ისაუბრეს. მათ ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მიერ შეტანილი წვლილი და მათი პროფესიონალიზმი ხაზგასმით აღნიშნეს.

პირადი შემადგენლობა ეროვნული გვარდიის კაპელანმა, მამა მიქაელმა დალოცა.
მოგვიანებით თავდაცვის მინისტრმა გვარდიის ტერიტორიაზე მშენებარე, მიქაელ გობრონისა და დავით წინასწარმეტყველის სახელობის ეკლესია და ინფრასტრუქტურა დაათვალიერა.
ღონისძიებას გვარდიისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელი პირები და სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრები დაესწრნენ.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ეროვნული გვარდიის ნაკრები ოცეული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელ მისიაში EUTM RCA, 6 თვის განმავლობაში, ფრანგული სარდლობის დაქვემდებარებაში მიიღებს მონაწილეობას. ქვედანაყოფი II ქვეითი ბრიგადის 21-ე ბატალიონის ნაკრებ ოცეულს ჩაანაცვლებს.

კონტინგენტი დედაქალაქ ბანგიში ბაზა „უკატექსზე“ განთავსდება. ქართველი მშვიდობისმყოფელების მთავარ ამოცანას ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მოტორიზებული პატრული, კონვოირება და გაცილება წარმოადგენს.

ეროვნული გვარდიის პირადი შემადგენლობა სამშვიდობო მისიებში 2015 წლიდან აქტიურად არის ჩართული. ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეები ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ISAF-ისა და RSM-ის მისიებში მონაწილეობდნენ.

უწყების ცნობით, საქართველოს შეიარაღებული ძალების კონტინგენტი ევროკავშირის ეგიდით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მიმდინარე საერთაშორისო მისიაში -„ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ძალები“ (EUFOR RCA) პირველად 2014 წლის ივნისში ასეულის დონის ქვედანაყოფით ჩაერთო. ევროკავშირის ეგიდით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში შემდეგი მისია 2015 წლის 16 მარტს დაიწყო. ქართული სწრაფი რეაგირების ხუთეული სამხედრო-მრჩეველთა მისიაში EUMAM RCA 12 აპრილიდან ჩაერთო.
2017 წლის 31 იანვრიდან ქართული სამხედრო კონტინგენტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ახალ - სამხედრო-საწვრთნელ მისიაში EUTM RCA მონაწილეობს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა