logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ლევან იზორია თურქეთის ელჩს შეხვდა
ლევან იზორია თურქეთის ელჩს შეხვდა
14:39 10.01.2018
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია თურქეთის ელჩს ფატმა ჯერენ იაზგანს შეხვდა. ნატოში ინტეგრაციის გზაზე თურქეთის პრინციპული მხარდაჭერა, შავი ზღვის აუზის უსაფრთხოების ფარგლებში საქართველოსა და თურქეთს შორის ურთიერთობის გაღრმავება და თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერება - ეს ის ძირითადი საკითხებია, რომელიც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თურქეთის რესპუბლიკის ახალ ელჩთან განიხილა. ლევან იზორიამ ფატმა ჯერენ იაზგანს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

ლევან იზორიას განცხადებით, თურქეთი საქართველოს შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორია. თურქ დიპლომატთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მინისტრმა ნატოში ინტეგრაციის გზაზე თურქეთის, როგორც სტრატეგიული პარტნიორის, მხარდაჭერა მადლიერებით აღნიშნა.

როგორც სამინისტროში განმარტავენ, თავდაცვის მინისტრმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაციის პროცესში თურქული მხარის ჩართულობაზე, ასევე, სამხედრო განათლების მიმართულებით გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ლევან იზორიამ ყურადღება წვრთნებსა და საერთაშორისო ოპერაციებში ქართველი და თურქი სამხედროების ერთობლივი მონაწილეობის მზარდ დინამიკაზეც გაამახვილა.
მხარეებმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და რეგიონულ თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხებზეც იმსჯელეს. ამ კონტექსტში საუბარი სამმხრივ ფორმატში, საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის თანამშრომლობის საკითხს შეეხო.

თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე, ლელა ჩიქოვანი, თურქეთის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი მერთ ოზოვერი და თურქეთის საელჩოს მეორე მდივანი, გიზენ შენი დაესწრნენ.
ფატმა ჯერენ იაზგანმა თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ზექი ლევენთ გურმუქჩუ შეცვალა, რომელიც საქართველოში დიპლომატიურ მისიას 2014 წლიდან ასრულებდა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა