logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
სახმელეთო ძალების აღმოსავლეთ სარდლობის I ქვეითი ბრიგადა დაარსების დღეს აღნიშნავს
სახმელეთო ძალების აღმოსავლეთ სარდლობის I ქვეითი ბრიგადა დაარსების დღეს აღნიშნავს
14:56 19.12.2017
საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ძალების აღმოსავლეთ სარდლობის I ქვეითი ბრიგადა დაარსებიდან 25 წლის იუბილეს აღნიშნავს. საზეიმო ცერემონიალის ფარგლებში გორში ბრიგადის სამწყობრო მოედანზე წვევამდელთა ფიცის დადების ცერემონიალიც გაიმართა. დღეიდან ცხრა თვის განმავლობაში საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სავალდებულო სამხედრო სამსახურს 85 წვევამდელი გაივლის.

I ქვეითი ბრიგადას იუბილე და წვევამდელებს სამხედრო ფიცის დადება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ პირადად მიულოცეს. თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა. თავდაცვის მინისტრმა ტოტალური თავდაცვის მნიშვნელობასა და I ქვეითი ბრიგადის მიღწევებზე გაამახვილა ყურადღება.

საზეიმო ცერემონიალის დაწყებამდე ბრიგადის მეთაურმა, პოლკოვნიკმა როლანდ ძნელაძემ თავდაცვის მინისტრს, გენერალური შტაბის უფროსს, აღმოსავლეთ სარდალს და უწყების სხვა ხელმძღვანელ პირებს მიმდინარე წლის ანგარიში წარუდგინა და ქვედანაყოფში განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების შესახებ დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია.

დღესვე ღონისძიების ფარგლებში სამხედრო I ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები უწყებრივი მედლებით და ცეცხლსასროლი იარაღებით დაჯილდოვდნენ. პირადი შემადგენლობა ბრიგადის სამხედრო მოძღვარმა, მამა გიორგი გაბლიშვილმა დალოცა. ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ ბრიგადაში არსებული სამხედრო ტექნიკისა და აღჭურვილობის გამოფენა მოეწყო, ასევე გაიმართა სპორტული და კულტურული ღონისძიებები.

ბრიგადის იუბილისადმი მიძღვნილი ცერემონიალი გმირთა მემორიალის გვირგვინის შემკობით დაიწყო. I ქვეითი ბრიგადის იუბილეს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელ პირებთან ერთად შიდა ქართლის გუბერნატორი კახა სამხარაძე, შიდა ქართლის სამხედრო პოლიციის უფროსი პოლკოვნიკი კოტე ანანიაშვილი, შიდა ქართლის საპატრულოს უფროსი პოლკოვნიკი მიხეილ კალაძე, შიდა ქართლის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრები და ქალაქ გორის სკოლის მოსწავლეები დაესწრნენ.

დამოუკიდებელი საქართველოს შეიარაღებული ძალების ისტორიაში I ქვეითი ბრიგადა უძველესი ქვედანაყოფია და მისი ისტორია 1992 წლის 1 აპრილიდან იწყება. 2016 წლის 19 დეკემბერს საქართველოს თავდაცვის მინისტრის №1085 ბრძანებით, I და V ქვეითი ბრიგადები გაერთიანდა და ბრიგადის დღედ 19 დეკემბერი გამოცხადდა.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა