logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრს ზაალ ზაალიშვილი უხელმძღვანელებს
გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრს ზაალ ზაალიშვილი უხელმძღვანელებს
14:29 29.11.2017
გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრს ახალი მეთაური ჰყავს. უფლებამოსილების გადაბარების საზეიმო ცერემონიალს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია დაესწრნენ.
საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულების შემდეგ, სერჟანტთა მომზადების ცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა რომან ქავთარაძემ ახალ მეთაურს, ვიცე-პოლკოვნიკ ზაალ ზაალიშვილს საპატიო წესით დროშა გადასცა.
სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ სერჟანტთა მომზადების ცენტრის ყოფილ მეთაურს სასწავლო დაწესებულების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის მადლობა გადაუხადა, ვიცე-პოლკოვნიკ ზაალ ზაალიშვილს, კი, ახალ პოზიციაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

საზეიმო ღონისძიება სერჟანტთა მომზადების ძირითადი (ათეულის მეთაურის) და შუალედური (ოცეულის სერჟანტი) კურსების გამოშვების ცერემონიალით გაგრძელდა. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა კურსდამთავრებულებს კურსის დასრულების სერტიფიკატები და მადლობის სიგელები გადასცეს.

როგორც თავდაცვის სამინისტროში განმარტავენ, სერჟანტთა მომზადების ძირითად (ათეულის მეთაურის) კურსზე მსმენელებმა 14 კვირის განმავლობაში ქვეითთა საბრძოლო ვარჯიშები, ტაქტიკის საფუძვლები, ქვედანაყოფის მართვის პროცედურები შეისწავლეს და ლიდერობის უნარ-ჩვევები აითვისეს. შუალედურ (ოცეულის სერჟანტის) კურსზე, კი, რომელიც 15 კვირას გაგრძელდა, მსმენელები ქვედანაყოფის მართვის პროცედურებს, საპატრულო ოპერაციებსა და საბრძოლო მომზადების ორგანიზებას დაუფლნენ. სალექციო ნაწილი სახმელეთო ნავიგაციას, ხელმძღანელობას, თავდაცვით და თავდასხმით ოპერაციებსა და ფსიქოლოგიურ მომზადებას მოიცავდა.

ცნობისთვის, ვიცე-პოლკოვნიკი ზაალ ზაალიშვილი შეიარაღებულ ძალებში ოფიცრის თანამდებობაზე 2004 წლიდან მსახურობს. მას საქართველოსა და აშშ-ში გავლილი აქვს ოფიცრის საწყისი, კაპიტნის საკარიერო და სამეთაურო-საშტაბო კურსები; ბოლო პერიოდში იკავებდა წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში ანალიზის განყოფილების უფროსის თანამდებობას.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა