logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
პროექტი „ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება საქართველოს შეიარაღებულ ძალებში“ დაიწყო
პროექტი „ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება საქართველოს შეიარაღებულ ძალებში“ დაიწყო
17:00 28.11.2017
პროექტი „ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება საქართველოს შეიარაღებულ ძალებში: ორგანიზაციული კლიმატის შეფასება“ დაიწყო. თავდაცვის სამინისტროში პროექტის თანახელმძღვანელებსა და მხარდამჭერებს მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლელა ჩიქოვანმა უმასპინძლა.

მან პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და პარტნიორებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. პროგრამის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება ასევე, საქართველოში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩმა, ჯასტინ მაკენზი სმიტმა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი სამწლიანია და ნატოს „მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოების პროგრამის“ დაფინანსებით ხორციელდება. მას შეიარაღებულ ძალებზე დემოკრატიული კონტროლის ჟენევის ცენტრის, ესპანეთის შეიარაღებული ძალების, გაერთიანებული სამეფოს შეიარაღებული ძალების, პრემიერ მინისტრის აპარატის, გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ხელმძღვანელობენ.

პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ორგანიზაციული კლიმატის კვლევების ჩატარებისთვის ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარებას. საწყის ეტაპზე ყურადღება გენდერული კვლევების ჩატარებაზე გამახვილდება, მოგვიანებით, გათვალისწინებულია თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების შესაძლებლობების განვითარება ეთიკის, კეთილსინდისიერების, მოტივაციისა და სხვა საკითხებთან დაკავშირებით კვლევების წარმოების კუთხით.

პროექტის განხორციელების პროცესში ნატო-დან, შეიარაღებულ ძალებზე დემოკრატიული კონტროლის ჟენევის ცენტრიდან, აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, ნორვეგიიდან, ირლანდიიდან, ესპანეთიდან, კანადიდან და ავსტრალიიდან ექსპერტები ჩაერთვებიან.
პროექტის შედეგებს სხვა სახელმწიფო უწყებებსაც გაუზიარებენ.
თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას თავდაცვის უწყების შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები დაესწრნენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა