ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე პატრულირებისას დაჭრილი საქართველოს
შეიარაღებული ძალების მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე მაიორის, პაპუნა ხორავა ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკამაყოფილებელია.
ხორავას ოჯახის წევრების ინფორმაციით, ჯარისკაცს ჭრილობა მარცხენა კიდურზე აქვს მიყენებული.
„20 წელზე მეტია მუშაობს, მსახურობს სამხედრო სამსახურში. ეს იყო მესამე სამაშვიდობო მისია მისთვის ავღანეთში და გუშინ საღამოს 7 საათისთვის გახდა ჩვენთვის ეს ინფორმაცია ცნობილი. საკმაოდ ღრმა ჭრილობებია. ნორმალურადაა ამ ეტაპზე, არაფერი საფრთხე არ ემუქრება“- განაცხადა ხორავას მეუღლემ.

















