logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
 ლევან იზორია აშშ-ის უშიშროების საბჭოს მდივანს შეხვდა
ლევან იზორია აშშ-ის უშიშროების საბჭოს მდივანს შეხვდა
09:54 17.11.2017
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი აშშ-ის უშიშროების საბჭოს მდივანთან შეხვედრით დაასრულა. თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა და აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, უშიშროების საბჭოს მდივანმა ჰერბერტ რაიმონდ მაკმასტერმა თავდაცვის სფეროში აშშ-საქართველოს თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს.
თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე, რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნების გზებსა და ამ პროცესში საქართველოს როლზე.
„დავგეგმეთ, რომ მომავალ წლებში ერთობლივი წვრთნების მასშტაბი კიდევ უფრო გაიზარდოს, განსაკუთრებით, შავი ზღვის აუზის ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თანამონაწილეობით. ამ მიმართულებით გვსურს კონკრეტული წინადადებები შევიმუშავოთ. მომავალი წლის დასაწყისიდან ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტიურობის სფერო“ - განაცხადა ლევან იზორიამ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აშშ-ში ვიზიტი შეაჯამა. მისი განცხადებით, ვიზიტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობა თვისობრივად ახალ ეტაპზე გადადის და კიდევ უფრო ინტენსიური ხდება.
„ეს იყო მართლაც სამაგალითო შეხვედრები, სადაც ჩვენ მივიღეთ მაქსიმალური მხარდაჭერა და აღიარება იმ პროგრესისა, რასაც ჩვენი ქვეყანა ბოლო წლებში განიცდის დემოკრატიის განვითარების მიმართულებით, სხვადასხვა ინსტიტუტების ჩამოყალიბების თვალსაზრისით და განსაკუთრებით თავდაცვის სფეროში მიღწეული პროგრესით,“ - აღნიშნა თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ლევან იზორია აშშ-ის თავდაცვის მდივანს ჯეიმსს მატისს და სენატორ ლინდსი გრემს შეხვდა.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა