logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
DIB-ის ორგანიზებით პირველი დისტანციური სწავლების ეროვნული კონფერენცია გაიმართა
DIB-ის ორგანიზებით პირველი დისტანციური სწავლების ეროვნული კონფერენცია გაიმართა
12:22 16.11.2017
სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ პირველი დისტანციური სწავლების ეროვნული კონფერენცია გაიმართა. ფორუმი საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნუკრი გელაშვილმა გახსნა. სიტყვით გამოსვლისას, მან ყურადღება დისტანციური სწავლების, ასევე საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე გაამახვილა და თავდაცვის უწყებაში, ასევე ეროვნული მასშტაბით, დისტანციური სწავლების შესაძლებლობების განვითარების საქმეში პარტნიორების მხარდაჭერაზეც ისაუბრა.
კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIB) დირექტორმა თეა ნიკოლაშვილმა, ნორვეგიის თავდაცვის უნივერსიტეტის დისტანციური სწავლების ხელმძღვანელმა ჰანს პედერ მოგენსენმა და აშშ-ის ჯეფერსონის ინსტიტუტის პრეზიდენტმა აარონ პრესნალმა მიმართეს.
კონფერენცია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIB) ორგანიზებით, ასევე ნორვეგიის თავდაცვის სამინისტროსა და აშშ-ის ჯეფერსონის ინსტიტუტის მხარდაჭერით ჩატარდა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიება მიზნად დისტანციური სწავლების სფეროში მოღვაწე ექსპერტების გამოცდილების გაზიარებასა და დარგის განვითარებისათვის თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვას ისახავდა.

ერთდღიანი კონფერენციის ფარგლებში მომხსენებლებმა ონლაინ კურსების, ტრენინგების, ვიდეოლექციების ჩატარების სხვადასხვა მეთოდოლოგიისა და ვირტუალური კლასების შესახებ ისაუბრეს. განხილულ თემებს შორის იყო შერეული და მობილური სწავლება, დისტანციური მართვის სხვადასხვა სისტემა, ასევე სასწავლო ციკლში ონლაინ სწავლების ინტეგრირების საკითხები. მონაწილეობა თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმა, განათლების მეცნიერებათა, დისტანციური სწავლებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ქართველმა და საერთაშორისო ექსპერტებმა, ასევე საქართველოს უმაღლესი სასწავლებლებისა და სახელმწიფო უწყებების სასწავლო ცენტრების წარმომადგენლებმა მიიღეს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა