logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
ლევან იზორია ამერიკელ სენატორს ლინდსი გრეიემს შეხვდა
ლევან იზორია ამერიკელ სენატორს ლინდსი გრეიემს შეხვდა
10:57 15.11.2017
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტს განაგრძობს. ვიზიტის მეორე დღე ლევან იზორიამ აშშ-ის სენატში შეხვედრით დაიწყო. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელს საბიუჯეტო ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ, სენატორმა ლინდსი გრეიემმა უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ის შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილეს. ლევან იზორიამ ამერიკელ სენატორს თავდაცვის სფეროში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე სენატორმა გრეიემმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მიმდინარე რეფორმების მტკიცე მხარდაჭერა და სურვილი გამოთქვა, კვლავ ესტუმროს საქართველოს და ადგილზე გაეცნოს მიღწეულ პროგრესს.

თავდაცვის მინისტრმა ლინდსი გრეიემს ქართველი ხალხის და თავდაცვის უწყების სახელით მადლობა გადაუხადა იმ მზარდი ფინანსური მხარდაჭერისთვის, რომელსაც საქართველო ამერიკის შეერთებული შტატებისგან იღებს.
„განსაკუთრებით წელს და მომავალ წელს ეს იქნება მასშტაბური დახმარება, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით რეგიონში სამაგალითო, ნატოს სტანდარტების შესაბამისი სასწავლო მომზადების ცენტრის ჩამოყალიბებას ვაზიანის სამხედრო ბაზაზე, რაც ასევე, ითვალისწინებს ნატოს სტანდარტების შესაბამისი აღჭურვილობის შეძენას 9 ბატალიონისთვის და ეს პროცესი უკვე დაწყებულია, ასევე, შემდგომი სამი წლის განმავლობაში ჩვენი შეიარაღებული ძალების მომზადებას ტერიტორიული თავდაცვის ამოცანების შესასრულებლად. პარალელურად, ჩვენ ვრჩებით ერთგული იმ საერთაშორისო ვალდებულებების, რომელიც აღებული გვაქვს ავღანეთში, მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ეს ორი კომპონენტი, როგორც საერთაშორისო მისიებში ჩვენი აქტიურობის, ასევე ადგილზე მაქსიმალური, ნატოს სტანდარტების შესაბამისი წვრთნებისა და შეფასების განხორციელებისა, იქნება მომავალ წლებში უზრუნველყოფილი იმ მასშტაბური დახმარებით, რომელსაც ვიღებთ აშშ-სგან,“ - განაცხადა ლევან იზორიამ.
აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის მინისტრი უკვე შეხვდა ამერიკელ კოლეგას ჯეიმს მატისს. დაგეგმილია შეხვედრა თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველთან ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელთან ჰერბერტ რაიმონდ მაკმასტერთან.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა