ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ჯეიმს მატისმა პენტაგონში გამართული შეხვედრის დროს ქართველ ხალხს გიორგობა
მიულოცა.
აშშ-ში საქართველოს თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა სწორედ პენტაგონში აშშ-ის თავდაცვის მდივანთან გაიმართა.
კოლეგებმა დელეგაციების დონეზე გამართული შეხვედრის დასაწყისში ოფიციალური განცხადებები გააკეთეს, რის შემდეგაც მათ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. ჯეიმს მატისი:
„ჩვენი შეხვედრა იმართება ამ კვირაში, როდესაც ორივე ქვეყანა მნიშვნელოვანი დღესასწაულების სამზადისშია - მომავალი კვირის ხუთშაბათს საქართველოში წმინდა გიორგის დღე აღინიშნება, ხოლო ამერიკაში მადლიერების დღეს ვზეიმობთ. თქვენს ერს ბედნიერ გიორგობას ვუსურვებ - ქართველი ერის მფარველი წმინდანის დღესასწაულს.“-განაცხადა მატისმა.

















