logo2
logo2
არქივი
« ივლისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31
logo2
logo2
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული მებრძოლების ნეშტი სამხედრო პატივით დაკრძალეს
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული მებრძოლების ნეშტი სამხედრო პატივით დაკრძალეს
17:57 02.11.2017
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპული მებრძოლების ნეშტი სამხედრო პატივით დაკრძალეს. აფხაზეთის ომში დაღუპული ბადრი გზირიშვილი და მისი შვილი, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ვახტანგ გზირიშვილი რუსთავის სასაფლაოდან თბილისში, წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიის ეზოში ოჯახის თხოვნით გადმოასვენეს.

თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიაში პატივის მისაგებად საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია, დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები, დაღუპული სამხედროების თანამებრძოლები, ოჯახის წევრები და ახლობლები იმყოფებოდნენ.

ეროვნული გვარდიის საპატიო ყარაულის ჩოხოსნებმა საქართველოს სახელმწიფო დროშები ოჯახის წევრს - მარინა გზირიშვილს გადასცეს. საპატიო ყარაულმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ მებრძოლების ხსოვნას საგანგებო ზალპით პატივი მიაგო, სამხედრო-საჩვენებელმა ორკესტრმა კი, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულა.

კაპრალი ვახტანგ გზირიშვილი საქართველოს შეიარაღებული ძალების IV ქვეით ბრიგადაში მეტყვიამფრქვევედ მსახურობდა. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ვახტანგ გზირიშვილს ცხინვალის მისადგომებთან ნაძვნარში რუსული თვითმფრინავების მიერ დაბომბვისას ჭურვის ნამსხვრევი მოხვდა, ნამსხვრევმა სახსარში ფეხი მოსწყვიტა და არტერია დაუზიანდა. თანამებრძოლებმა ბრძოლის ველიდან გაიყვანეს, მაგრამ სისხლისგან დაიცალა.

ბადრი გზირიშვილი აფხაზეთის ომში 1992 წლის დეკემბერში დაიღუპა. აფხაზურმა მხარემ რუსეთის სამხედრო ხომალდის დახმარებით საზღვაო დესანტი ტამიშთან გადასვა, ცაფირა-ტამიშის მონაკვეთი დაიკავა და პლაცდარმის გაფართოება დაიწყო. გამთენიისას ტამიშში, ლაბრასა და ზემო კინდღში განლაგებულმა ქართული ჯარის ნაწილებმა მორიგი სადესანტო დარტყმა მიიღეს, პოზიციაზე მყოფი ყველა ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა