logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გაერთიანებულ სამეფოსთან ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას მოეწერა ხელი
გაერთიანებულ სამეფოსთან ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას მოეწერა ხელი
17:16 24.10.2017
საქართველოს თავდაცვის მინისტრი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს. ლევან იზორიამ ბრიტანელ კოლეგასთან, სერ მაიკლ ფელონთან გამართა შეხვედრა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას მოაწერეს ხელი, რაც საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის არსებული ურთიერთობის დინამიკის გაფართოებასა და გაძლიერებას ისახავს მიზნად. ლევან იზორიას განცხადებით, დიდი ბრიტანეთი მზადაა ქართველ პარტნიორებთან ერთად მრავალეროვნულ სამხედრო წვრთნებში კიდევ უფრო აქტიურად მიიღოს მონაწილეობა, რაც საქართველოში სტაბილურობას განამტკიცებას, ასევე ქართველი სამხედროების განათლებისა და კვალიფიკაციის ამაღლებას შეუწყობს ხელს.
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მდივანმა შეხვედრაზე მზადყოფნა გამოთქვა, ეწვიოს საქართველოს, რაც ჩვენი ქვეყნის მხარდაჭერისა და არსებული სტრატეგიული თანამშრომლობის მკაფიო გამოხატულებაა.
სერ მაიკლ ფელონმა ქართველ კოლეგას ავღანეთში მიმდინარე საერთაშორისო მისიაში საქართველოს მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების კუთხით საქართველოს მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
ლევან იზორიამ ბრიტანელ კოლეგას საქართველოს თავდაცვის უწყებაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო და აღნიშნა, რომ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი (SNGP) ტრანსფორმაციის პროცესის განუყოფელი ნაწილია, მის იმპლემენტაციაში კი, დიდი წვლილი ნატოს წევრ და პარტნიორ ქვეყნებს მიუძღვით. თავის მხრივ, სერ მაიკლ ფელონმა უწყებაში განხორციელებული რეფორმები და მიღწეული პროგრესი დადებითად შეაფასა და განაცხადა, რომ ნატოს ღია კარის პოლიტიკა უცვლელია. როგორც ლევან იზორიამ განმარტა, გაერთიანებული სამეფო მზადყოფნას გამოთქვამს, გააგრძელოს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფინანსური მხარდაჭერა საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გასაძლიერებლად.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ოფიციალური ვიზიტი გაერთიანებულ სამეფოში დღეს დასრულდება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა