logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
 ლონდონში „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ პლენარული სესია გაიმართა
ლონდონში „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ პლენარული სესია გაიმართა
17:16 23.10.2017

ლონდონში საქართველო-ბრიტანეთის „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ მეოთხე შეხვედრა

გაიმართა.
სესია მისასალმებელი სიტყვით გაერთიანებული სამეფოს ამერიკისა და ევროპის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა სერ ალან დანკანმა გახსნა და ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის მნიშვნელოვან პარტნიორობას და სხვადასხვა სფეროში არსებულ წარმატებულ ურთიერთობებს გაუსვა, რაც მისივე განცხადებით ბრექსიტის შემდგომ ახალ დინამიკას შეიძენს. საქართველოს მხრიდან სესიის მონაწილეებს საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია მიესალმნენ.
„უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ პლენარული სხდომაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს თავდაცვის მინისტრი. ლევან იზორიამ საქართველოს დემოკრატიული კონსოლიდაციის, შეკავების პოლიტიკისა და მდგრადობის გაძლიერების პროცესში გაერთიანებულ სამეფოსთან სტრატეგიულ პარტნიორობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში არსებულ ორმხრივი თანამშრომლობის მზარდ დინამიკაზე გაამახვილა ყურადღება.
სიტყვით გამოსვლისას მიხეილ ჯანელიძემ სტრატეგიულ დონეზე საქართველოს საგარეო ურთიერთობების, უსაფრთხოების პოლიტიკასა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობაზე, ასევე განათლების, კულტურისა და ხალხთაშორის კონტაქტებზე ისაუბრა. საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის ურთიერთობა სხვადასხვა მიმართულებით აქტიურად ვითარდება, მათ შორის იმ ახალი გარემოებების გათვალისწინებით, რაც ბრექსიტის პროცესებს უკავშირდება.
უორდროპის დიალოგმა გასულ წელს სტრატეგიული თანამშრომლობის ფორმატი შეიძინა. მხარეები განიხილავენ ბრიტანეთ-საქართველოს თანამშრომლობის საკითხებს პოლიტიკის, თავდაცვისა და უსაფრთხოების, სავაჭრო-ეკონომიკური და ხალხთაშორისი ურთიერთობების მიმართულებით. „უორდროპის სტრატეგიული დიალოგი" ოლივერ უორდროპის სახელს ატარებს, რომელიც საქართველოს პირველი რესპუბლიკის მტკიცე მხარდამჭერი და სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში გაერთიანებული სამეფოს პირველი უმაღლესი წარმომადგენელი იყო 1919–1921 წლებში. მან დიდი წვლილი შეიტანა ქართული კულტურისა და ლიტერატურის პოპულარიზაციის საქმეში.



 

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა