logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
რეინჯერთა ბატალიონის გაძლიერებულმა ასეულმა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისია ოფიციალურად გადაიბარა
რეინჯერთა ბატალიონის გაძლიერებულმა ასეულმა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისია ოფიციალურად გადაიბარა
11:45 20.10.2017
სპეციალური ოპერაციის ძალების რეინჯერთა ბატალიონის გაძლიერებულმა ასეულმა ავღანეთში, ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესრულება ოფიციალურად დაიწყო. უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბის ბაზაზე, ქაბულში გაიმართა. რეინჯერთა ბატალიონის გაძლიერებულმა ასეულმა, როტაციის წესით, I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის „ბრავო“ ასეული ჩაანაცვლა.

თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, უფლებამოსილების გადაბარების ღონისძიება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით დაიწყო. ქართულ კონტინგენტს სიტყვით ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს შეიარაღებული ძალების ყოფილმა სამხედრო წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა იოსებ ნიკოლეიშვილმა მიმართა. მან მისიის წარმატებით შესრულებისთვის „ბრავო“ ასეულს მადლობა გადაუხადა, ხოლო რეინჯერთა ასეულს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის სრულყოფილად შესრულება უსურვა.


„მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბის ბაზის მეთაურმა, პოლკოვნიკმა ბრაიან ოლეტიმ ხაზი ქართველი სამხედროების პროფესიონალიზმს გაუსვა და ახლადჩასულ რეინჯერებს მისიის შესრულებაში სრული ნდობა გამოუცხადა.

„ვესწრები ქართველი სამხედროების წარმატებული მისიის დასრულებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას. ქართველები ძალიან მამაცი სამხედროები არიან. ველი ახალ კონტინგენტთან შეხვედრას და მათთან ერთად „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესრულებას. ყველაფერ საუკეთესოს ვუსურვებ ქართველ მშვიდობისმყოფელებს, რომლებიც სამშობლოში ბრუნდებიან“
-განაცხადა ბრაიან ოლეტიმ.

გადაბარების ცერემონიალს ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს შეიარაღებული ძალების ახალი უფროსი სამხედრო წარმომადგენელი, პოლკოვნიკი არჩილ ომიაძე და „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის საშტაბო ბაზის მთავარი სერჟანტი სერჟანტ-მაიორი ჯეიმს ტაში დაესწრნენ. ღონისძიებაზე ქართველმა და ამერიკელმა სამხედრო მოსამსახურეებმა ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.
სპეციალური ოპერაციის ძალების რეინჯერთა ბატალიონის გაძლიერებული ასეული სამშვიდობო მისიას ექვსი თვის განმავლობაში შეასრულებს. ქართველი სამხედროების ამოცანას „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბისა და ძალთა უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა