logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
თბილისში პირველად თურქეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსების სამმხრივ შეხვედრა გაიმართა
თბილისში პირველად თურქეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსების სამმხრივ შეხვედრა გაიმართა
16:45 17.10.2017
პირველად საქართველო თურქეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსების სამმხრივ შეხვედრას მასპინძლობს. აღნიშნული შეხვედრა სამმხრივ ფორმატში მეორედ იმართება, რაც ქვეყნებს შორის პრაქტიკული თანამშრომლობის მიმართულებებს კიდევ უფრო გააღრმავებს.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ კოლეგებს ვიზიტისთვის, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატალანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ საქართველო მზადაა თავდაცვითი შესაძლებლობები გააძლიეროს და ნატოს სტანდარტებთან სრულად თავსებადი მაღალკვალიფიციური შეიარაღებული ძალები შექმნას.
შეხვედრაზე გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ, გენერალმა აკარ ჰულუსმა და გენერალ-პოლკოვნიკმა ზაკირ ჰასანოვმა რეგიონსა და მსოფლიოში არსებული გამოწვევების ფონზე, რეგიონული მშვიდობის განმტკიცების მიზნით, ერთობლივი ძალისხმევით მოქმედების მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნეს. მათ იმედი გამოთქვეს, რომ სამმხრივ ფორმატში თანამშრომლობა გაგრძელდება და უფრო ინტენსიურ სახეს მიიღებს.
მხარეებმა საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებს შორის უკვე არსებული მჭიდრო და წარმატებული თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს. გენერალ-მაიორ ვლადიმერ ჩაჩიბაიას განცხადებით, 2017 წელს საქართველოში ჩატარებული სამხედრო წვრთნები “ETERNITY 2017” და “კავკასიის არწივი 2017”, ასევე, სამთო მომზადების ზაფხულის კურსი საბრძოლო მზადყოფნის დონის გაძლიერებისა და რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში წინგადადგმული ნაბიჯია.
შეხვედრაზე გენერლებმა თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზეც იმსჯელეს, რაც სამხედრო განათლების კუთხით მუშაობას, სამხედრო წვრთნებისა და ერთობლივი სპორტული ღონისძიებების ორგანიზებას უკავშირდება.

შეხვედრა ერთობლივ ოქმზე ხელის მოწერით დასრულდა. ოქმის თანახმად, სამი ქვეყნის პირველმა სამხედრო პირებმა რეგიონული და საერთაშორისო დონეზე სტაბილურობისა და მშვიდობის დამყარებისთვის მზადყოფნა კიდევ ერთხელ გამოხატეს. ოქმში ასევე აღინიშნა, რომ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობასა და კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარებას სამივე ქვეყანა მხარს უჭერს.
გენერალური შტაბის უფროსების მომდევნო სამმხრივი შეხვედრა 2018 წელს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ჩატარდება.




FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა