logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
პრემიერი: აფხაზეთის ომის გმირების სულები საქართველოს შერიგების რთული პროცესის გზაზე წარუძღვებიან
პრემიერი: აფხაზეთის ომის გმირების სულები საქართველოს შერიგების რთული პროცესის გზაზე წარუძღვებიან
14:10 17.10.2017
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთის ომში დაღუპული იმ სამხედროების ოჯახებს მიუსამძიმრა, რომელთა ნეშტის იდენტიფიცირება და თბილისში გადმოსვენება ცოტა ხნის წინ მოხდა.
პრემიერმა ნეშტების პოვნის პროცესში აქტიური მონაწილეობისთვის წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს მადლობა გადაუხადა.
„დღეს შესაძლებლობა გვეძლევა, 25 გმირის ნეშტი მივაბაროთ შესაბამისი პატივით მიწას. მთელი ამ ხნის განმავლობაში მათმა ოჯახებმა არ იცოდნენ, თუ სად იყო დაკრძალული მათი ოჯახის წევრების ნეშტი. 24 წლის წინ, 27 სექტემბერს ისინი დახვრიტეს და მინდა, მივუსამძიმრო თითოეული მათგანის ოჯახს, მათ ახლობლებს, მთელს საქართველოს.
მათ შორის არის სოხუმის მაშინდელი მერი გურამ გაბესკირია, რომელსაც ეროვნული გმირის წოდება აქვს მინიჭებული, ასევე არის უშიშროების პოლკოვნიკი მამია ალასანია, რომელიც წარვადგინეთ ეროვნული გმირის წოდებაზე; ხოლო 9 მათგანი წარდგენილია ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენზე.
მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს, რომელთა აქტიური მონაწილეობითაც მოხერხდა ნეშტების პოვნა და გადმოსვენება. დღეისთვის უკვე 135 უგზო-უკვლოდ დაკარგულის ნეშტია აღმოჩენილი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დახმარებით. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ინფორმაცია, რომელიც არსებობს მოსახლეობაში, მიწოდებული იქნას ამ ორგანიზაციისთვის, რომელსაც გააჩნია კონფიდენციალობის დაცვის უფლება. მნიშვნელოვანია, რომ ოჯახებმა შეძლონ თავიანთი წევრების პატივით დაკრძალვა, როგორც ქართველების, ასევე აფხაზების და ოსების.
მინდა, ასევე დიდი მადლობა გადავუხადო აფხაზურ მხარეს ამ პროცესში დახმარებისთვის.
საერთოდ უნდა ვთქვა, რომ ამ ძმათა მკვლელმა ომმა შეიწირა საუკეთესონი. მათი საქციელი კიდევ არაერთი თაობისთვის იქნება სულიერი სიმტკიცის წყარო და დარწმუნებული ვარ, რომ მათი სულები საქართველოს წარუძღვებიან შერიგების რთული პროცესის გზაზე“- განაცხადა პრემიერმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს სამებაში აფხაზეთის ომში დაღუპული გმირების სამოქალაქო პანაშვიდი იმართება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა