ბათუმში, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია დასრულდა.
ოფიციალურ დახურვაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ, სიტყვით გამოსვლისას, საერთაშორისო კონფერენცია შეაჯამა.
ამასთან, მინისტრმა მონაწილეებს ნაყოფიერი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.

















