„საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენციის“ (GDSC) დასასრულს, საქართველოს თავდაცვის
მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა ბოლო ჩეხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან იაკუბ ლანდოვსკისთან ორმხრივი შეხვედრა გამართა.
თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის დროს მხარეებმა საქართველოსა და ჩეხეთს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.
უწყების ცნობითვე, განსაკუთრებული ყურადღება სამხედრო გეოგრაფიაში თანამშრომლობის საკითხს დაეთმო. შეხვედრის დროს სამხედრო-ტექნიკურ სფეროში თანამშრომლობის ეფექტურობაზეც ისაუბრეს.

















