logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ლევან იზორია ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის მეთაურს შეხვდა
ლევან იზორია ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის მეთაურს შეხვდა
09:50 12.10.2017
ბათუმში, საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის (RSM) სარდალს, გენერალ ჯონ ნიკოლსონს შეხვდა. შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია და მისი პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა დაესწრნენ.
თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში საქართველოს მონაწილეობის საკითხი განიხილეს. გენერალმა ჯონ ნიკოლსონმა საქართველოს მსოფლიო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.
„ჩვენ ვაფასებთ და პატივს ვცემთ საქართველოს კონტრიბუციას საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. სწორედ ტერორიზმს ვებრძვით ავღანეთში. ჩვენი და ნატოს კოალიციური ძალების ზეწოლა პრევენციას ახდენს ტერორისტულ ორგანიზაციებზე, რათა მსგავსი აქტებიდან დაცული იყოს ჩვენი ქვეყნები. კიდევ ერთხელ მსურს მადლობა გადავუხადო საქართველოს ერთგულებისთვის და უდიდესი წვლილისთვის. საქართველო ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის ერთ სულ მოსახლეზე ყველა დიდი კონტინგენტითაა წარმოდგენილი მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“- განაცხადა ნიკოლსონმა.
მან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა.
ქართული მხარის განცხადებით, საქართველო აქტიურად გააგრძელებს საერთაშორისო მშვიდობის და სტაბილურობის მხარდაჭერას, როგორც ევრო-ატლანტიკურ სივრცეში, ასევე მის გარეთ. შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) შესახებაც ისაუბრეს. „გვქონდა საუბარი იმაზე, თუ რას ვაკეთებთ ერთად ჩვენი ქვეყნის თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით. ამ თვალსაზრისით გვაქვს უპრეცენდენტოდ კარგი დინამიკა წელს, რომელიც უკავშირდება ერთობლივ წვრთნებს, უკავშირდება ამბიციური პროგრამების განხორციელებას, როგორიცაა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა შეხვედრის დასრულების შემდეგ. ლევან იზორიას განცხადებით, უახლოეს მომავალში ვაშინტონში აშშ-ის თავდაცვის მდივანს ჯეიმს მატისს შეხვდება.
„მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის მეთაური ხვალ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას. გენერალი ჯონ ნიკოლსონი სიტყვით გამოვა პანელზე - „ნატო ვარშავის სამიტის შემდეგ“.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა